ხსენება დიდმოწამე გიორგი კაპადუკიელის ტაძრის განახლებისა ლუდიასა შინა, სადა იგი მდებარე არს პატიოსანი გვამი მისი (IV) - 03 (16) ნოემბერი
ხსენება დიდმოწამე გიორგი კაპადუკიელის ტაძრის განახლებისა ლუდიასა შინა, სადა იგი მდებარე არს პატიოსანი გვამი მისი (IV) - 03 (16) ნოემბერი
ანდერძის თანახმად, წმინდა გიორგის ცხედარი პალესტინაში, ქალაქ რამალაში დაკრძალეს და მისი წყალობით უამრავი სასწაული და კურნება აღსრულდა.

კონსტანტინე დიდის ჟამს, იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ლიდში (დიოსპოლისი) წმინდა გიორგის სახელზე დიდი ტაძარი ააგეს და მისი წმინდა ნაწილნიც იქ გადაასვენეს.

........................

ტროპარი:

ტყუეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღუაწლითშემოსილო, ქრისტეს დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათუის.

კონდაკი:

ზესთამბრძოლისა და მსწრაფლშემწისა ჩუენისა, სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილნი ყოველნი გევედრებით, ღუაწლითშემოსილო ქრისტესო, საცთურისაგან მტერთასა მაქებელნი შენნი განმათავისუფლენ, და ყოვლისა განსაცდელისა და სიბოროტისაგან მიხსნენ ჩუენ, რათა ვღაღადებდეთ: გიხაროდენ, მოწამეთა მთავარო, დიდო გიორგი.

ბეჭდვა
1კ1