ღირსი ფარა (+657) - 3 აპრილი (16 აპრილი)
ღირსი ფარა (+657) - 3 აპრილი (16 აპრილი)
წმინდა ფარა (სხვაგვარად - ბურგუნდოფარა) მეშვიდე საუკუნის დასასრულს სოფელ პუანსში, მოსთან ახლოს (დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორია) იშვა. წმინდა კოლუმბანმა (ხსენება 23 ნოემბერს) იგი უფალს მიუძღვნა, როდესაც მამამისს, ავსტრაზიის ხელმწიფის, თეოდებერტის (+612 წელი) მრჩეველს, გრაფ ხანდერიკს სტუმრობდა.

თუმცა, მამამ, ამის მიუხედავად, მაინც განიზრახა ქალიშვილის გათხოვება, მაგრამ ქალწული მძიმედ დასნეულდა და ოდენ ნეტარი კოლუმბანის სულიერი შვილის, წმინდა ევსტასის (ხსენება 29 მარტს) ლოცვით განმრთელდა.

გამოხდა ხანი და ხანგერიკმა კვლავ დაუპირა ფარას გათხოვება, მაგრამ ამჯერად ქალწულმა ტაძარს შეაფარა თავი.

როდესაც მამის მსახურებმა მისი ტაძრიდან ძალით გამოყვანა და შინ წაყვანა მოინდომეს, ქალწულმა უთხრა:

- თუ ფიქრობთ, რომ სიკვდილი მაშინებს, აქვე გამომცადეთ და დარწმუნდებით, რომ მის გამო, ვინაც ჩვენთვის განკაცდა და სიკვდილი დაითმინა, სიხარულით მივიღებ მოწამეობას!

არავინ უწყის, რა მოხდებოდა, წმინდა ევსტასი რომ არ ჩარეულიყო, გათავისუფლებული ფარა კი მღვდელმთავრის, გუნდოალდის ხელთაგან აღიკვეცა მონაზვნად.

გარკვეული ხნის შემდგომ ნეტარმა ევსტასიმ ფარასთვის მამამისის მიწაზე ებორიაკის მონასტერი დააფუძნა, რომელმაც სულ სხვა, - ფარმუტიეს მონასტრის სახელით გახდა ცნობილი.

დედები წმინდა კოლიმბანის და ბენედიქტეს წესდებით ცხოვრობდნენ და თავიანთი იღუმენიას, წმინდა ფარას მორჩილების ცოცხალი მაგალითით ხელმძღვანელობდნენ.

წმინდა დედა ორმოცი წლის მანძილზე უძღვებოდა სავანეს და არა მხოლოდ მონაზვნებზე, ღვთისმოსავ ერისკაცებზეც დიდად ზრუნავდა, შემდეგ კი თავისი ძმა, მომავალი მღვდელმთავარი, წმინდა ფარონიც დაარწმუნა, წუთისოფელი დაეტევებინა და ანგელოზებრივი ხარისხით შემოსილიყო.

ღირსი დედის აღსასრულის შემდგომ მისი შეწევნით კვლავ უამრავი სასწაული აღესრულებოდა.

მეოხ გვეყოს მისი წმინდა ლოცვანი უფლის წინაშე!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler