ღირსი სოფიო სუზდალელი - ხსენება 16 (29) დეკემბერს
ღირსი სოფიო სუზდალელი  - ხსენება 16 (29) დეკემბერს
ღირსი სოფიო, ერში სოლომონია საბუროვა, პირველი ცოლი იყო მოსკოვის დიდი მთავრის. ვასილი III-ისა.
ქმარმა, უშვილობის გამო, აიძულა, მონაზვნად აღკვეცილიყო, ჯერ მოსკოვის მონასტერში ჩაამწყვდია, მერე კი სუზდალში.

წმინდა სოფიო მიენდო ღვთის განგებულებას და დიდი ასკეტიზმით შეუდგა მოსაგრეობას. ისე, რომ უფალმა შემდგომში სასწაულთმოქმედების მადლი მიანიჭა.

წმინდა სოფიო 1542 წლის 16 დეკემბერს გარდაიცვალა.

მთავარმა ვასილიმ კი საკუთრ თავს წყევა მოაწია: მეორე ცოლიდან ორი ვაჟი შეეძინა, ერთი სისხლიმსმელი ივანე მრისხანეა, მეორე კი გონებასუსტი იყო.
.............................

მღვდელმოწამენი: ვლადიმერ ალექსეევი (+1918); არკადი (ოსტალსკი), ბეჟეცკის ეპისკოპოსი; ილია ჩერედეევი, პავლე ფავორიტოვი, თეოდოსი ბოლდირევი, ვლადიმერ დამასკინი, ალექსანდრე კოლოკოლოვი, პეტრე ზინოვიევი (+1937); ღირსმოწამე მაკარი (სმირნოვი), მღვდელ-მონაზონი (+1937)

მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1