ღირსი მასტრიდია - ხს. 24 (ახ. სტილით 07 დეკემბერი) ნოემბერს.
ღირსი მასტრიდია - ხს. 24 (ახ. სტილით 07 დეკემბერი) ნოემბერს.
ქალაქ ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი წმინდა ქალწული, სახელად მასტრიდია, რომელიც ზრუნავდა თავის სულზე, ცხოვრობდა მხოლოდ ქრისტესათვის. მან ქალწულობის აღთქმა დადო, იცავდა მარხვას, სისტემატურად ლოცულობდა და გასცემდა მოწყალებას. მაგრამ ეშმაკი, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც ცდილობენ ქრისტესმიერად იცხოვრონ, ყოველთვის ცდილობს ებრძოლოს მათ. ეშმაკმა ერთ ჭაბუკს გაუჩინა მასტრიდიასადმი წადილი. ჭაბუკი ხან თავად მიდიოდა მასთან სახლში ხან სხვას უგზავნიდა რათა როგორმე მიეღწია თავისი სურვილისთვის. მაგრამ ვერანაირ პასუხს ვერ იღებდა მისგან. როდესაც ქალწული გამოდიოდა სახლიდან და მიემართებოდა ეკლესიისაკენ სალოცად, მას შორიახლოს თან დაჰყვებოდა ჭაბუკი. ეს საქციელი ქალწულს ძალიან ამწუხრებდა. ამის გამო ქალწული იძულებული გახდა სახლიდან აღარ გამოსულიყო. ის ეკლესიაშიც აღარ დადიოდა.

ერთ დღესაც მასტრიდიამ ჭაბუკთან გააგზავნა თავისი მონა და დააბარა, რომ გადაეცა შემდეგი სიტყვები:

- მობრძანდით, თქვენ გეძახით ჩემი ქალბატონი.

ჭაბუკი სიხარულით წავიდა მასთან იმ იმედით, რომ თავის წადილს აისრულებდა. როცა შევიდა მასთან, მასტრიდია დაკავებული იყო ხელსაქმით. მან ჰკითხა ჭაბუკს:

- ჩემო ძმაო, რატომ მაყენებ ამდენ მწუხარებას და არ მაძლევ საშუალებას ეკლესიაში ვიარო?

- ჭაბუკმა გულწრფელად უპასუხა, მე შენ ძალიან მიყვარხარ, შენ რომ გხედავ ცეცხლი მეკიდება.

- რას ხედავ ჩემში ასეთს? - ჰკითხა მასტრიდიამ.

- შენ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს - უპასუხა ჭაბუკმა.

ქალწულმა რა გაიგო, რომ მისი თვალები ცოდვაში აგდებდნენ, იმ წუთასვე ამოითხარა ისინი მაქოთი, რომლითაც ტილოს ქსოვდა.

ამის შემხედვარე ჭაბუკი შეშინდა. როცა გონს მოეგო, მიხვდა, წმინდა ქალწულმა ეს საქციელი ჩაიდინა იმისთვის, რომ დაეცვა საცდურისაგან, რის შემდეგაც ის შეიპყრო ღვთის შიშმა და სინანულმა. ამის შემდეგ ჭაბუკი შეიმოსა შავი სამოსით და ისეთი მორწმუნე გახდა, რომ მისი შეშურდებოდათ წმინდა მამებსაც.

მასტრიდიამ კი თავისი სიცოცხლე დაასრულა ღვთის სამსახურში, რომელთანაც საბოლოოდ წარდგა კიდეც.

ბეჭდვა
1კ1