წმინდა ევდოკია უმცროსი - 10 (ახალი სტილით - 23) სექტემბერი
წმინდა ევდოკია უმცროსი - 10 (ახალი სტილით - 23) სექტემბერი
ეს წმინდა დედა დაახლოებით 439 წელს დაიბადა და იმპერატორ თეოდოსი მეორისა და წმინდა ევდოკიას (ხსენება 13 აგვისტოს) შვილიშვილი გახლდათ.

იგი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მიათხოვეს ვანდალთა სასტიკი ხელმწიფის, ჰუნარიხის ვაჟს, ჰენზერიხს.

წმინდა ევდოკია კართაგენიდან იერუსალიმს გაიქცა, სადაც სული უფალს შეჰვედრა. იგი ბებიის, წმინდა ევდოკია-უფროსის გვერდით დაკრძალეს წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძარში.

ბეჭდვა
1კ1