ღირსი მილიცა სერბი (+1405) - 19 ივლისი (1 აგვისტო)
ღირსი მილიცა სერბი (+1405) - 19 ივლისი (1 აგვისტო)
წმინდა მილიცა დაიბადა დაახლოებით 1335 წელს. იგი ნემანიჩების გვარის წარმომადგენელი იყო. 1353 წელს დაქორწინდა ლაზარე ხრებალიანოვიჩზე. მეფე სტეფანე უროშის სიკვდილის შემდეგ წმინდა ლაზარე რაშკის მთავარი გახდა. მილიცასა და ლაზარეს რვა შვილი ეყოლათ: სამი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი.

როცა მეფე ლაზარე გმირულად აღესრულა კოსოვოს ველზე - მუსლიმანებთან ბრძოლაში მოკლეს - მაშინ მისი ვაჟი სტეფანე 12 წლისაც არ იყო. დედოფალი მილიცა იძულებული გახდა, ბაიაზიდისთვის თავისი ასული ოლივერა გაეგზავნა საცოლედ, ოღონდ იმ პირობით, რომ მას რჯულის შეცვლას არ მოსთხოვდნენ. ბაიაზიდმა შეუსრულა მოთხოვნა. 1393 წელს მილიცამ ხელისუფლება თავის ვაჟს გადასცა და თვითონ ევგენიას სახელით მონაზვნად აღიკვეცა კრუშენაკთან ახლოს, ჟუპანევაჩის მონასტერში. როცა მისმა ვაჟმა 1402 წელს ქვეყანა დროებით დატოვა წმინდა მილიცა, მიუხედავად მონაზვნური ხარისხისა, სახელმწიფოს მართავდა. წმინდა მილიცა ბევრს ზრუნავდა ქვრივებზე, მონასტერში ბევრი ქალი მიიღო, რომელთა ქმრებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ. წმინდა მილიცამ მრავალი ეკლესია-მონასტერი აღადგინა და ააშენა. სიკვდილის წინ მან ევფროსინიას სახელით დიდი სქემა შეიმოსა. წმინდა მილიცა 1405 წლის 11 ნოემბერს გარდაიცვალა. შემდგომში წმინდა მილიცას საფლავიდან მრავალი სასწაული აღესრულა, მისი მირონმდინარე წმინდა ნაწილები სნეულებს კურნავდა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1