ღირსი ევდოკია, მონაზვნობისას - ევფროსინია (+1407) - 7 ივლისი (20 ივლისი)
ღირსი ევდოკია, მონაზვნობისას - ევფროსინია (+1407) - 7 ივლისი (20 ივლისი)
წმინდა ევდოკია თავად დიმიტრი კონსტანტინეს ძე სუზდალელის ქალიშვილი იყო. 1367 წელს იგი მოსკოვის დიდ მთავარს, დიმიტრის (ხსენება 19 მაისს) მისთხოვდა და ამ ორ სათავადოს შორის შუღლიც ჩაქრა.

მშვიდი და კეთილმსახური ევდოკია ღირსეულად ამოუდგა მხარში მეუღლეს, თავდაუზოგავად შეეწეოდა უპოვართ, აღაშენებდა ტაძართ, ხალხის დასანახად თავისი წოდების შესაბამისად იმოსებოდა, შინ კი მკაცრ მოღვაწეობით ცხოვრებას ეწეოდა, ფარულად მძიმე ჯაჭვებს ატარებდა და ღამეებს ლოცვაში განლევდა.

როდესაც წმინდა დიმიტრი თათრებთან შესარკინებლად კულიკოვის ველისკენ დაიძრა, ევდოკია გამუდმებით აღა¬ვლენდა ლოცვებს მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარში.

მაშინ კი იძლია მტერი, მაგრამ თათრები კვლავ ემუქრებოდნენ მოსკოვს.

მაშინ მეუღლეები დაქსაქსული ჯარის შესაკრებად კოსტრომას წარვიდნენ, მოსკოვს დაბრუნებულებს კი ქალაქი დაცლილი დახვდათ, მისი ქუჩები დახოცილებით იყო სავსე.

ერთი წლის შემდგომ, 1383 წელს, ევდოკიას მამა გარდაეცვალა, მისი ერთ-ერთი ძმა კი თათრებმა შეიპყრეს.

ამ განსაცდელის მიუხედავად, ნეტარმა დედამ კრემლის სიახლოვეს ამაღლების სახელობის დედათა სავანე დააარსა
.
1389 წელს იგი დაქვრივდა და მცირეწლოვან შვილებზე ზრუნვა მარტოს დააწვა.

მძიმე იყო ის ვითარებაც, რაც ქვეყანაში სუფევდა, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ევდოკიამ, ბოიართა დახმარებით, სათავადოს მმართველობა ღირსულად გააგრძელა.

ამ მისიას ხელი არ შეუშლია, თავისი ფარული და დიდი ღვაწლი კვლავ ეტვირთა, ქვის ტაძრები აღეშენებინა, განემშვენებინა და მრავალი ღვთივსათნო საქმე აღესრულებინა.

ხოლო როდესაც ღვთის ანგელოზმა მოახლოებული გარდაცვალება ამცნო, ყოველივე ამქვეყნიური დაუტევა და უფლის ამაღლების სახელობის ტაძარში მონაზვნად ევფროსინიას სახელით აღიკვეცა, სადაც 1407 წელს აღესრულა კიდეც.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ ბრმას გამოეცხადა, თვალისჩინის დაბრუნება აღუთქვა და აღასრულა კიდეც - სნეული მყისვე განმრთელდა.

აქვე ნახეთ:

წმინდა ევფროსინია (+1407) - 17 (30) მაისი




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler