წმინდა ევფროსინია (+1407) - 17 (30) მაისი
წმინდა ევფროსინია (+1407) - 17 (30) მაისი
წმინდა ევფორსინიას ერში ევდოკია ერქვა. იგი სუზდალელი თავადის ქალიშვილი და მოსკოვის დიდი მთავრის, დიმიტრი დონელის მეუღლე იყო. მის სულიერ ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა წმინდა ალექსიმ, მოსკოვის მიტროპოლიტმა და წმინდა სერგი რადონეჟელმა. ევდოკიამ რამდენიმე ტაძარი ააშენა, ხუთი შვილი გაუზარდა (მეექვსე ყრმა გარდაეცვალა) ქვეყანას და შემდეგ უკვე მონაზვნად აღიკვეცა ევფროსინიას სახელით. ლოცვის ღვაწლით დაასრულა მან მიწიერი ცხოვრება 1407 წელს. წმინდა ევფროსინიას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს 17 მაისს და 7 ივლისს, გარდაცვალების დღეს.

ბეჭდვა
1კ1