ღირსი თეოდორა ნიჟეგოროდელი (+1378) - 16 (29) აპრილი
ღირსი თეოდორა ნიჟეგოროდელი (+1378) - 16 (29) აპრილი
ღირსი თეოდორა ტვერელი დიდებულის ქალიშვილი იყო. თორმეტი წლისა ნიჟეგოროდელ თავადს ცოლად გააყოლეს. ცამეტწლიანი უშვილო თანაცხოვების შემდეგ, მეუღლე გარდაეცვალა, ის სიკვდილის წინ (1365) ბერად აღიკვეცა. ქმრის სიკვდილის შემდეგ წმინდა თეოდორამ ყმები გაათავისუფლა, ქონება დაარიგა და მონაზვნად აღიკვეცა ნიჟეგოროდის ერთ-ერთ მონასტერში. დიდ ღვაწლს შეუდგა წმინდა თეოდორა ხან ორ, ხან ხუთ დღეს საჭმელს არ იღებდა; ღამეებს ლოცვაში ატარებდა, ხელსაქმით ირჩენდა თავს. მისმა მაგალითმა სხვა დიდებულებსაც გაუჩინა შემონაზვნების სურვილი. მის გარშემო ასამდე და შემოიკრიბა. წმინდა თეოდორა 1378 წელს გარდაიცვალა და ყოფილი ქმრის გვერდით დაკრძალეს.

ბეჭდვა
1კ1