ღირსი გობნეტა კორკელი, ბალივურნელი (VI) - 11 (24) თებერვალი
ღირსი გობნეტა კორკელი, ბალივურნელი (VI) - 11 (24) თებერვალი
ის იყო ირლანდიელი იღუმენია, მოწაფე ღირსი აბბანისა. როცა წმინდა აბბანმა კორკის საგრაფოში, ბალივურნში მონასტერი დააარსა, წმინდა გობნეტა მისი წინამძღვარი გახდა. ადგილობრივი წყარო მისი სახელობისაა. წმინდა გობნეტამ თავისი მოსაგრე ცხოვრებით კურნების ნიჭი მოიპოვა. მისი ლოცვით ბალივურნი ჭირისგან გაათავისუფლა. ერთხელაც ბექობიდან ყაჩაღები დაინახა, რომლებიც ნათესს აფუჭებდნენ და საქონელს იტაცებდნენ. წმინდანმა ლოცვით მათზე კრაზანები მიუშვა, მათაც ხალხის ძარცვას თავი ანებეს და თავქუდმოგლეჯილნი გაიქცნენ. წმინდა გობნეტა 11 თებერვალს გარდაიცვალა. ის არა მარტო ბალივურნის მფარველად ითვლება, მთელი სამხრეთი ირლანდია და შოტლანდიაც კი პატივს მიაგებს.
................................................

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1