ისტორიის შესაფასებლად დისტანციაა საჭირო
ისტორიის შესაფასებლად დისტანციაა საჭირო
წლევანდელ მარიამობას აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძეს 90 წელი უსრულდება
ქართული საზოგადოება დიდი მოწონებით შეხვდა "პალიტრა ლ"-ის მიერ გამოცემულ "საქართველოს ისტორიის" 4-ტომეულს.

ვესაუბრებით გამოცემის მთავარ რედაქტორს, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მარიამ ლორთქიფანიძეს.

- ქ-ნო მარიკა, როდის გაჩნდა ამ წიგნის შექმნის იდეა?

- საქართველოს ისტორიის "სამეცნიერო-პოპულარული ოთხტომეულის შექმნის იდეა ეკუთვნის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილ პრეზიდენტს, ბ-ნ ალბერტ (ალეკო) თავხელიძეს. პირველ და მეორე ტომზე მუშაობა, მისივე პრეზიდენტობის დროს, უკვე დამთავრებული გვქონდა, მაგრამ მერე ისე აირია ყველაფერი, ვიღას ეცალა ამისათვის. როდესაც აკადემიის პრეზიდენტად ბ-ნი თამაზ გამყრელიძე ავირჩიეთ, ისევ განახლდა ამ წიგნის გამოცემის იდეა. თავიდანვე, როდესაც ავტორთა შერჩევა მოხდა, ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, მეცნიერებს რომელ პერიოდზეც გვიხდებოდა მუშაობა, წიგნიც იმ ქრონოლოგიით შედგენილიყო.

- ვფიქრობ, "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულში შესული იქნება ივანე ჯავახიშვილის, შოთა მესხიას და სხვა გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა შეხედულებები.

- თავისთავად ცხადია, აქ თავი მოიყარა ყველა იმ გამოცდილებამ, რაც მანამდე არსებობდა, ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას, შოთა მესხიას, ნიკო ბერძენიშვილის და სხვა გამოჩენილ მეცნიერ-მკვლევართა სამეცნიერო შრომებს ხომ ჩვენ საკუთარ გამოკვლევებშიც ვიყენებდით. მაქსიმალურად შევეცადეთ ძველის გამოყენებას და ახლის გათვალისწინებას. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა რაიმე გამოგვრჩა კიდეც, მაგრამ როდესაც ასეთი მასშტაბური რამ კეთდება, ბუნებრივია, შეცდომისგანაც ვერ ვიქნებით ბოლომდე დაზღვეულნი.

- ქ-ნო მარიკა, თქვენ დიდი გზა გამოიარეთ, თქვენთვის, როგორც მეცნიერისთვის, საქართველოს ისტორიის რომელი მონაკვეთია განსაკუთრებულად გამორჩეული და საინტერესო?

- ცხადია, ის პერიოდი, რომელზედაც მე თითქმის მთელი სიცოცხლე ვმუშაობდი, არის IX-XII საუკუნეები, საქართველოს გაერთიანების ხანა. სადოქტორო დისერტაცია დავიცავი თემაზე "ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება". ამ საკითხზე მაქვს გამოცემული სამეცნიერო შრომები და, ბუნებრივია, სწორედ ეს შევიდა "საქართველოს ისტორიის" წინამდებარე გამოცემაშიც. ყველა წარმატებას ვუმადლი ჩემს აღმზრდელ პროფესორ-მასწავლებლებს. მე ხომ ძალიან დიდი მასწავლებლები მყავდნენ...

ფრაგმენტი მარიამ ლორთქიფანიძის სამეცნიერო ნაშრომიდან: "ქართული ეროვნული თვითშეგნება".

"ხანგრძლივი დროის მანძილზე ყალიბდება ქართული ეროვნული თვითშეგნება, რაც ერის, როგორც ისტორიული კატეგორიის, ერთ-ერთი განმსაზღვრელია. ის, რიგ სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვნადაა განპირობებული ტერიტორიული და ეროვნული ერთიანობით.

ქართული ეროვნული თვითშეგნების საწყისი ძვ.წ. II ათასწლეულიდან მოდის, როდესაც ყალიბდება დასავლურქართული და აღმოსავლურქართული ისტორიულ-კულტურული წრეები, მიუხედავად რიგი ადგილობრივი თავისებურებებისა და სხვაობისა, ეს ორივე ქართული კულტურული წრეა. ქართული ეროვნული თვითშეგნების არსებობის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ძვ.წ. IV საუკუნის დასასრულსა და III საუკუნის დასაწყისში აღმოსავლურქართული სახელმწიფოს, ქართლის სამეფოს შექმნას.

ისტორიულად ქართულ ქვეყნებს ერთიანობისკენ ლტოლვა ახასიათებდათ, მაგრამ თუ ხელსაყრელ საშინაო და საგარეო პირობებში ქვეყნები ერთიანდებოდნენ, არაერთხელ იშლებოდნენ.

ყველა ვითარებაში, ერთიანი იყო თუ დაშლილი, ეს ქართული სამყარო იყო. ქართული სამყარო მონოეთნიკური არასოდეს ყოფილა, მაგრამ ძირითადად ის ქართული ქვეყნებისგან შედგებოდა და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი აქ ქართველი იყო.

საკუთრივ ქართველებისთვის, მრავალ სხვა ისტორიულად მნიშვნელოვან მოვლენასთან ერთად, ქრისტიანულმა რწმენამ დიდი წვლილი შეიტანა ყველა ქართველთა გაერთიანებასა და შუა საუკუნეების ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების დიდ ეროვნულ საქმეში.

ქრისტიანობის გავრცელება და დამკვიდრება ადრეულ საფეხურზე საქართველოს მთიანეთში ხელს უწყობდა აღმოსავლურქართული ეთნოსების გაერთიანებას, ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დასავლეთ საქართველოს ეკლესიის კონსტანტინოპოლის სამწყსოდან გამოყოფას და მცხეთის ტახტის შემადგენლობაში შესვლას, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო დასავლელ ქართველთა ქართული ეროვნული თვითშეგნებით. დასავლეთ საქართველოში ბერძნულ ენასა და ბერძნულ ეკლესიას თავიდანვე დაუპირისპირდა ქართული ეკლესია მცხეთის საკათალიკოსოთი და ქართული ენით. დასავლეთ საქართველოს ეკლესიის კონსტანტინოპოლის სამწყსოდან გამოყოფას და საბოლოოდ მისი მცხეთის ტახტისადმი დაქვემდებარებას ერთიანი ქართული ეკლესიის შემადგენლობაში შესვლის დიდ ეროვნულ საქმეში დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ქართულ ეროვნულ თვითშეგნებასთან ერთად დიდია დასავლეთქართული სახელმწიფოს ე.წ. "აფხაზთა" სამეფოს (IX-Xს.ს.) მეფეთა როლი, რომელთაც ყველა ღონე იხმარეს, რათა ეს პროცესი ბოლომდე მიეყვანათ. საბოლოოდ ამ პროცესში დიდი როლი შეასრულა ქართველთა სამეფომ დავით III დიდი კურაპალატის მეთაურობით.

ქართული ეროვნული თვითშეგნებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართულ ენას. ქართული ენის მნიშვნელობა ეროვნული თვითშეგნებისთვის ზუსტადაა ჩამოყალიბებული დიდი ქართველი მწერლის, გიორგი მერჩულის თხზულებაში, რომელიც მიძღვნილია გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობისადმი.

"ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების, ხოლო "კირიელესიონი" ბერძნულად ითქმის, რომელი არს ქართულად "უფალო, წყალობა ყავ" გინა თუ "უფალო, შეგვიწყალენ". მერჩულისათვის ეროვნულის საზომი წირვა-ლოცვის ქართულად წარმოებაა. ქალკედონიტები ბერძნებიც ხომ იყვნენ, ასე რომ ქართული ენაა ვინაობის განმსაზღვრელი.

ქართული ეროვნული თვითშეგნება საკმაოდ მყარად არსებობს შუა საუკუნეების ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე, რისი საფუძველიც ქართული ქვეყნების ერთიანობის შეგნებაა. საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა ცალკეული ეთნოგრაფიული ერთეულები: კახეთი, ქართლი, იმერეთი, გურია, სვანეთი, აფხაზეთი და სხვა. აფხაზეთი ისეთივე ქართული ისტორიულ-გეოგრაფიული ერთეული იყო, როგორიც, მაგალითად, კახეთი, სვანეთი, რაჭა და სხვა".

- ქ-ნო მარიკა, მიმდინარე წელი საიუბილეოა თქვენთვის - 28 აგვისტოს დაბადებიდან 90 წელი გისრულდებათ.

- დიახ, მარიამობას ვარ დაბადებული, 1922 წლის 28 აგვისტოს. როგორც დედაჩემის მონაყოლიდან ვიცი, ჩემი დაბადების დროს ეკლესიის ზარები რეკავდნენ და ბებიაჩემი აწყნარებდა თურმე დედაჩემს, არ იყვირო, ხომ გესმის, ზარები რეკავენო. როგორც ჩანს, მაშინ ჯერ კიდევ მოქმედებდნენ ეკლესიები. ბებიაჩემს, მამის დედას, თავდგირიძის ქალს, მარიამი ერქვა, ამიტომ მის პატივსაცემად დაურქმევიათ ჩემთვის მარიამი, გარდა იმისა, რომ მარიამობას დავიბადე. დედაჩემი, ნინო მიქელაძე, გენერლის ქალიშვილი გახლდათ, რომელიც პეტერბურგის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში სწავლობდა და ბოლო კურსზე იყო, როდესაც რევოლუციამ მოუსწრო, ამის შემდეგ კონსერვატორიაშიც სწავლობდა, რომელიც ვეღარ დაასრულა, დაუმთავრებელი მუსიკალური განათლება ჰქონდა. მამა - დავით ლორთქიფანიძე მეტყევე ინჟინერი იყო. ორი დედმამიშვილი ვართ - მე და გიგა, რომელიც ჩემზე 5 წლით უმცროსია, იგი ოქტომბერში გახდება 85 წლის. ასე რომ, ეს წელი ჩვენთვის ორივესთვის საიუბილეოა.

- რამ განაპირობა თქვენი არჩევანი, ძნელი არ იყო მაშინ საქართველოს ისტორიის სპეციალობით გზის გაკვლევა?

- როგორ გითხრათ, მე 1939 წელს დავამთავრე თბილისის 25-ე საშუალო სკოლა (ამჟამინდელი 53-ე სკოლა). შესანიშნავი პედაგოგები მასწავლიდნენ, მე თუ დღეს, ქართულადაც და რუსულადაც ნორმალურად ვწერ, ეს ამ სკოლის დამსახურებაა. მაშინ გამოცხადდა კონკურსი გაზეთში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ხელოვნების ისტორიის სპეციალობით. რამდენიმე ამხანაგმა - ოთარ ჯაფარიძემ, გივი კიღურაძემ, ნუგეშა მაყაშვილმა, მარო მაყაშვილის დამ, და სხვებმა გადავწყვიტეთ ამ ფაკულტეტზე შესვლა. მოვეწყვეთ ისტორიის ფაკულტეტზე. სპეციალობის განსაზღვრა მესამე კურსიდან ხდებოდა. ივანე ჯავახიშვილის ლექციებიც მესამე კურსიდან უნდა დაგვწყებოდა, მაგრამ მეტიჩარა ბავშვები ვიყავით და ცხრილებში ვეძებდით, რომელ ფაკულტეტზე შეიძლებოდა მისი ლექციების მოსმენა. ბ-ნი ივანე ქართული სამართლის ისტორიას უკითხავდა იურისტებს უნივერსიტეტის I კურსზე, იმ აუდიტორიაში, სადაც შემდეგ კ. კეკელიძის სახელობის კაბინეტი იყო. ვთხოვეთ, დავესწრებით თქვენს ლექციებს და ხელს არ შეგიშლითო. მობრძანდითო. მისი ლექციები მართლაც განსაკუთრებული იყო. შემობრძანდებოდა ბატონი ივანე ჯავახიშვილი აუდიტორიაში დიდი, შავი პორტფელით, ამოალაგებდა იქიდან ბარათებს, სადაც საილუსტრაციო მასალა ჰქონდა ამოწერილი, პორტფელს მერხზე დადებდა. ჯერ დებულებას ჩამოაყალიბებდა და შემდეგ ამის დამადასტურებელ საილუსტრაციო მასალას წაიკითხავდა ან პირიქით, ჯერ ბარათებიდან რაღაც დებულებას წაიკითხავდა და ამის შემდეგ ახდენდა მის განზოგადებას. ასეთი მეთოდი ჰქონდა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ "სამართლის ისტორიაში" არაფერი გაგვეგებოდა, მაგრამ იმდენად საინტერესო ლექციები იყო, სულგანაბულნი ვისხედით და ვუსმენდით. ბატონი ივანე ხომ ოჯახიდან ცნობილი პიროვნება გახლდათ. ლექციის ბოლოს რამდენიმე წუთს იტოვებდა შეკითხვებისთვის. რადგან სმენა უკვე დაქვეითებული ჰქონდა, ნათქვამი ჰქონდა, კითხვები წერილობით მიეცათ. საინტერესო კითხვა-პასუხი იმართებოდა, ხანდახან მსჯელობა, კამათიც. ერთხელაც გაუგზავნეს შეკითხვა, აი, მწვანეყდიანი რვეულები რომ იყო, იმ ფურცელზე დაწერილი (ახლაც ვხედავ ამ ფურცელს). ბატონი ივანე კითხვას ყოველთვის კითხულობდა. ამჯერადაც წაიკითხა: "სტალინური მოძღვრების მიხედვით, ქართველები ერად მე-19 ს-ის 60-იან წლებში ყალიბდებიან, თქვენ კი საიდან იწყებთ ქართველი ერის ისტორიასო?" სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ბ-მა ივანემ ეს ქაღალდი წვრილ-წვრილად დახია, მერხზე სამელნეებისთვის ამოჭრილ ყალიბში ჩაყარა და უხმოდ დატოვა აუდიტორია. გაჩაღდა მომხდარ ფაქტზე მსჯელობა. მე ვამბობდი, რომ კითხვაზე პასუხი უნდა გაეცა, ბიჭები მიმტკიცებდნენ, - ყველაზე კარგი პასუხი ის იყო, რაც მოხდაო. მოგვიანებით მივხვდი, რომ სულ ტყუილად ვწიწმატობდი და ჩემი მეგობრები მართლები იყვნენ. რა უნდა ეთქვა? იმაზე დაეწყო მსჯელობა, საიდან იწყებოდა საქართველოს ისტორია? იმ დროს შეუძლებელი იყო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ზოგი იმასაც ამბობდა, ჯავახიშვილს დაიჭერენ ან მოხსნიანო, მაგრამ უკვე მისი დევნის დრო გასული იყო და საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა. ძალიან გაგვიხარდა, რომ შემდეგ ლექციაზე ჩვეულებრივად მოვიდა და კვლავ მოგვეცა საშუალება, მშვიდად და წყნარად მოგვესმინა მისთვის.

KARIBCHE


- თქვენს ოჯახს 30-იანი წლების რეპრესიები შეეხო. როგორ მოხდა ეს, ხომ არ გაიხსენებთ?

- როდესაც მამა სამსახურიდან მოსკოვში იმყოფებოდა მივლინებაში, მოვიდნენ ჩვენთან ორგანოების წარმომადგენლები და დედას ჰკითხეს, - სად არისო. დედამ, - მივლინებულია მოსკოვში. რა მისამართზე ცხოვრობს, არ ვიცი, რადგან იქ მას მეორე ოჯახი ჰყავსო. როცა თბილისში ჩამოდის, მოდის ჩვენს სანახავად და მატერიალურადაც გვეხმარებაო. ვფიქრობ, ეს რას ამბობს დედაჩემი, მისამართი როგორ არ იცის-მეთქი, მერე მივხვდი, მათთვის რომ ეს ეთქვა, მამაჩემს იმწუთას დაიჭერდნენ. დაიწყეს ბინის ჩხრეკა. ის ღამე არასოდეს დამავიწყდება. ყველა წიგნის ფურცელს სათითაოდ ფერთხავდნენ, ყველა საწოლი აშალეს, ლოგინი თავდაყირა ეყარა. ბოლოს გვეკითხებიან: - სად არის ცეცხლსასროლი იარაღიო. დედამ - იარაღი არ გვაქვსო, მაგრამ კარადა გამოაღეს, აღმოაჩინეს მამას სანადირო თოფი. ჩვენ რა ვიცოდით, ან კიდევაც რომ გვცოდნოდა, ხომ არ შევეკამათებოდით. დაიწყეს რაღაცების აღწერა, თოფი მხარზე გადაიკიდეს და წავიდნენ. რასაკვირველია, დედამ მაშინვე შეატყობინა მამას ყველაფერი. კარგა ხანს მამა მოსკოვში იმალებოდა, ხანდახან ფულსაც გვიგზავნიდა, მერე შუა აზიაში წავიდა მეგობართან, მაგრამ ბოლოს მაინც დაიჭირეს და დღესაც არ ვიცი, დახვრიტეს თუ გადასახლებაში გარდაიცვალა. მოგვიანებით, ისე როგორც ყველა რეპრესირებულ ოჯახს, ჩვენც გამოგვიგზავნეს შეტყობინება მისი რეაბილიტაციის შესახებ. იმ წლებში ძალიან გვეხმარებოდნენ მამაჩემის მეგობრები. როდესაც ბატონმა სიმონ ჯანაშიამ გაიგო, ასპირანტურაში შეტანილი საბუთები უკან დამიბრუნეს, მკითხა, - შენს გარდა კიდევ ვის გამოატანეს საბუთებიო. გივი კიღურაძეს-მეთქი. ეტყობა, იცოდა, რომ მამაჩემიც დახვრიტეს. 2-3 დღის შემდეგ მეც და გივიც ისევ დაგვიბარეს სამდივნოში და გვითხრეს, სასწრაფოდ მოიტანეთ საბუთები, ორივე დაშვებული ხართ მისაღებ გამოცდებზე ასპირანტურაშიო. ბუნებრივია, ძალიან გაგვიხარდა. იქვე ვცხოვრობდი, უნივერსიტეტთან, როცა საბუთები ჩავაბარეთ, გადავწყვიტეთ, შევსულიყავით რექტორთან მადლობის სათქმელად. ბატონი ალექსანდრე ჯანელიძე გახლდათ მაშინ უნივერსიტეტის რექტორი. "მე ნუ მეუბნებით მადლობას, წადით და ბატონ სიმონ ჯანაშიას გადაუხადეთ მადლობაო". ასე გავიგეთ, სინამდვილეში რაც მოხდა.

ასპირანტურაში გატარებული 3 წლის მანძილზე თუკი რამე გამიკეთებია და მისწავლია, პირველ რიგში ეს ჩემი მასწავლებლების დამსახურებაა. სიმონ ჯანაშია, ნიკოლოზ ბერძენიშვილი, გიორგი წერეთელი - იყვნენ ჩემი პედაგოგები. ბატონ სიმონს უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა და ყველა ანგარიშს უწევდა მის თხოვნას. ასპირანტურის დამთავრებისთანავე, ბ-მა სიმონმა წამიყვანა ისტორიის ინსტიტუტში და უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად დამაწყებინა მუშაობა. ავირჩიე თემა: "ურთიერთობა არაბთა სახალიფოსთან". უნდა შემესწავლა თბილისის საამირო, ქართლის საამიროს არაბთა მფლობელობის ხანა. იმდენად დიდი იყო ჩემი დაინტერესება ამ თემით, აუცილებლად უნდა შემესწავლა არაბული ენა. ბ-მა სიმონმა ბატონ გიორგი წერეთელთან გამგზავნა, - დაველაპარაკები და შეგასწავლით არაბულსო. ბ-ნმა გიორგიმ მითხრა, - არაბული ურთულესი ენაა, თქვენ გინდათ ისწავლოთ საქართველოს ისტორიაც და არაბულიც, ასე არ გამოვა, ან ერთს უნდა დაანებოთ თავი, ან მეორესო. ატირებული წამოვედი იქიდან. როდესაც ბ-ნმა სიმონმა მეორედ გამგზავნა ბ-ნ გიორგისთან, მან მითხრა: - რახან ბატონმა სიმონმა მთხოვა, აუცილებლად გასწავლით. სიმონ ჯანაშიასაგან დავალებული ვარ, თუ დღეს აქ ვარ, ეს მისი დამსახურებაა, 1937 წელს დამაპატიმრეს და ციხიდან მან გამომიყვანაო. რანაირად მოახერხა ბ-ნმა სიმონმა ეს, დღემდე გაურკვეველია.

- ქ-ნო მარიკა, მაინტერესებს თქვენი, როგორც ისტორიკოსის, თვალით დანახული წინა და ახალი საუკუნე.

- ჩემთვის რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან მიმაჩნია, რომ ისტორიის შესაფასებლად ცოტა დისტანციაა საჭირო. მე ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი. ფაქტია, რომ როგორც 1918 წელს, რუსეთის დაშლის შემდეგ ფაქტობრივად მივიღეთ თავისუფლება, ასე მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ამის უარყოფა შეუძლებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო დამოუკიდებლობა ისე მივიღეთ, ჩვენ თვითონ მოვიყოლეთ თავი ამხელა იმპერიის ნანგრევებში და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საქართველო ამ მხრივ ყველაზე მეტად დაზარალდა, სამხრეთ კავკასიის სამმა რესპუბლიკამ კი დღემდე ვერ გამონახა საერთო ენა.

ამდენი შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი მყავს და ისეთ ასაკში ვარ, შეიძლება უხერხულიც იყოს ჩემი მხრივ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ თუ რაიმე ოცნება მაქვს, ჩემი ქვეყნის გაერთიანებას მინდა მოვესწრო. მინდა იმ საზღვრებში მაინც აღდგეს საქართველო, საბჭოთა კავშირის დროს რომ იყო. დიდი იმედი მაქვს ღმერთის, მხოლოდ უფალს შეუძლია ჩემი სურვილის ასრულება. მაგრამ ჩვენზეა ბევრი დამოკიდებული.

- ღმერთმა გისმინოთ და აგიხდინოთ ოცნება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler