ეკლესია, როგორც ცოცხალი ორგანიზმი ახალი და აქამდე გაუგონარი გამოწვევების წინაშე დგას
ეკლესია, როგორც ცოცხალი ორგანიზმი ახალი და აქამდე გაუგონარი გამოწვევების წინაშე დგას
ვანის ქვაბების მამათა მონასტრის იღუმენი მათე (ვაშაყმაძე):
-ჩვენი საუკუნე განსაკუთრებული სირთულეებით ხასიათდება. მიმდინარეობს ისეთი პროცესები როგორიც არის ფასეულობათა გადაფასება და ცვალებადობა.. ეკლესია როგორც ცოცხალი ორგანიზმი ახალი და აქამდე გაუგონარი გამოწვევების წინაშე დგას. აშკარად იგრძნობა გარედან დაძალებული ფსევდო კულტურის გავლენა,ლიბერალიზმისა და ჰუმანიზმის ნიღაბ ქვეშ იმალება უზნეობისა და გარყვნილების პროპაგანდა, აქტიურად ხდება ცოდვის რეკლამირება და დაკანონება. ეკლესია სისტემატიურად ხდება შეურაცხოფისა და არაჯანმრთელი კრიტიკის ობიექტი, არის სერიოზული მცდელობა იმისა, რომ შიდა ეკლესიური საკითხები და თემები გადატანილი იქნას სატელევიზიო სტუდიებში,სამწუხაროდ ამას ხელს უწყობენ ზოგიერთი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლებიც, შეიძლება ითქვას რომ ეს არის საინფორმაციო ომი ეკლესიის წინააღმდეგ. ტელე ეთერებში მიზანმიმართულად ეპატიჟებიან ეკლესიისადმი აგრესიულათ განწყობილ ადამიანებს,სადაც ასევე ხშირად შევხვდებით სახელ გატეხილ, ეკლესიისგან განდგომილ, არაკომპეტენტურ ყოფილ თუ მოქმედ სასულიერო პირებს,სადაც სრულიად დაკარგულია ობიექტურობის განცდა..ასევე უდიდეს გამოწვევად მიმაჩნია შიდა საეკლესიო პრობლემები,რაც არანაკლებ ზიანს აყენებს საეკლესიო ერთობას,ზოგიერთ შემთხვევებში სასულიერო პირად გამორჩევა არ ხდება დიდი წინდახედულობის შესაბამისად. არ ხდება აღმზრდელობითი სამუშაოს ჯეროვნად ჩატარება,რაც შემდგომში იწვევს ზოგჯერ გამოუსწორებელ პრობლემებს..მაგალითად, სამღვდელო დასი არ ემორჩილება ეპისკოპოსს, წმინდა სინოდს და პატრიატქსაც კი..ისმის ლოგიკური კითხვა..სად იქნა შეცდომა დაშვებული?ალბათ ამაზე ღირს სერიოზული დაფიქრება..სანამ მოსწავლე მასწავლებელი გახდება ჯერ უნდა გაიზარდოს,ისწავლოს მორჩილება, თავმდაბლობა, მოთმინება, ვნებებისა და ემოციების კონტროლი და ამის შემდეგ უნდა დავაყენოთ თვალსაჩინო და მეტად საპასუხისმგრბლო ადგილას, რასაც უფლის საკურთხეველი და ამბიონი ჰქვია..მახსენდება სახარებიდან უფლის სიტყვები: "სამკალი ფრიად არს, ხოლო მომკელნი მცირედ"..ვევედროთ ყანის პატრონს, რომ მოავლინოს ღირსეული და გამორჩეული, უანგარო მუშაკები, რათა იყოს ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მაშინ ვერც გარეული და ვერც შინაური მტერი ვერაფერს დაგვაკლებს.
ბეჭდვა
1კ1