ღირსი იონა ხუცესი (IX) - 22 სექტემბერი (5 ოქტომბერი)
ღირსი იონა ხუცესი (IX) - 22 სექტემბერი (5 ოქტომბერი)

წმინდა იონა ხუცესი IX საუკუნის მოღვაწეა. ის გახლდათ მამა თეოფანე კანონმთქმელისა (ხს. 11 ოქტომბერს) და თეოდორესი, გამომეტყველთა (ხს. 27 დეკემბერს). წმინდა იონა პალესტინელი იყო. იგი კეთილმსახურებით და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ იონა დამკვიდრდა ღირსი საბა განწმენდილის ლავრაში, სადაც ადრე მისი ვაჟები მოღვაწეობდნენ და იქ შევედრა ლოცვითა და მარხვით განწმენდილი სული უფალს.

ხატის წყარო:  @19333@

ბეჭდვა
1კ1