წმინდა ლიტორი (ლიდუარი), ტურის ეპისკოპოსი (+371) - 13 (26) სექტემბერი
წმინდა ლიტორი (ლიდუარი), ტურის ეპისკოპოსი (+371) - 13 (26) სექტემბერი
წმინდა ლიტორი ტურის ეპისკოპოსი იყო 337 წლიდან. მისი მღვდელმთავრობა დაემთხვა უზურპატორ მაგნეციუსის და იმპერატორ იულიანე განდგომილის ზეობას. ის უდავოდ მონაწილეობას მიიღებდა პარიზის 355 წლის კრებაში, რომელიც წმინდა ჰილარი პიქტავიელი ეპისკოპოსის ინიციატივით შეიკრიბა და გალ ეპისკოპოსებს არიანელებთან ერთად ზიარება აუკრძალა. წმინდა ლიტორის დროს აიგო წმინდა გატიანას სახელობის ტურის ტაძარი სანათლავთან ერთად. წმინდა ლიტორი 371 წელს გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1