წმინდა არისტიდე ფილოსოფოსი (II) - 13 (26) სექტემბერი
წმინდა არისტიდე ფილოსოფოსი (II) - 13 (26) სექტემბერი
წმინდა არისტიდე II საუკუნეში ცხოვრობდა. ის წარმოშობით ათენელი იყო. არისტიდემ წმინდა წერილით შეიცნო ქრისტე და შეინარჩუნა რა სახე ფილოსოფოსისა, ის მხურვალე მქადაგებელი გახდა ქრისტიანული სარწმუნოებისა.

რადგან ქრისტიანები წარმართებისგან იდევნებოდნენ არისტიდემ "აპოლოგია" მისწერა იმპერატორ ადრიანეს (117-138), რომელიც ათენში ელევსინიონის (ქალღმერთ დემეტრას ტაძარი ათენში) მისტერიებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა (სხვა წყაროებით - მან "აპოლოგია" იმპერატორ ანტონინუს პიუსს მისწერა). "აპოლოგიაში" (იგი ერთ-ერთი პირველი აპოლოგეტი იყო და შესაძლოა მან დიდი გავლენა მოახდინა წმინდა იუსტინე ფილოსოფოსზე) ის ამხილებდა მრავლღმერთობის აბსურდულობას, იუდეველთა ცრურწმენას, და უჩვენებდა, რომ მხოლოდ ქრისტიანობა ფლობდა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ცოდნას და მოწმობდა მას თავისი წმინდა ზნით, გულმოდგინე ლოცვით და მტრისადმი სიყვარულით. როგორც სხვა აპოლოგეტები, არისტიდიც ამტკიცებდა, რომ სამყარო ქრისტიანობის წყალობით არსებობდა.

ზოგიერთი წყაროს თანახმად წმინდა არისტიდე თანაქალაქელებმა ათენის აგორაზე ჩამოახრჩვეს. დასავლეთის ეკლესია მის ხსენებას 31 აგვისტოს აღნიშნავს. საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1991 წელს ფილოსოფოსი არისტიდე წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 13 სექტემბერი დააწესა.

ბეჭდვა
1კ1