ღირსი ნიკოლოზ კურთალიელი (+1679) - 1 (14) სექტემბერი
ღირსი ნიკოლოზ კურთალიელი (+1679) - 1 (14) სექტემბერი
ღირსი ნიკოლოზი XVI საუკუნის დასასრულს კრეტაზე, კეთილშობილ ოჯახში იშვა, მამისეული სახლი ადრეულ ჭაბუკობაშივე დაუტევა და მესერის გაუდაბნოებულ ადგილებში იწყო განდეგილობა.

მრავალი წლის შემდგომ მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა და კურთალიოტის სრულიად უწყლო და მიუდგომელი კლდის ფერდზე ფარდული მოიწყო.

ერთხელ თანამგზავრთან ერთად ააღწია ამ კლდის მწვერვალამდე. თანამგზავრი წყურვილით ვეღარ მოძრაობდა. ღირსმა მამამ ლოცვა ჰყო, მარჯვენა ხელის მტევანი კლდეს მიაპყრო და უეცრად იქიდან ხუთმა ნაკადულმა იფეთქა, დღემდე რომ გარდამოედინება.

მისი ლოცვით უფალმა მრავალი სასწაული აღასრულა, ღირსი ნიკოლოზი 1679 წელს მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1