ღირსი ზოსიმე ვორბოზომელი (+1550) - 4 აპრილი (17 აპრილი)
ღირსი ზოსიმე ვორბოზომელი (+1550) - 4 აპრილი (17 აპრილი)
ღირსი ზოსიმე, წმინდა კორნელი კომელსკის (ხსენება 19 მაისს) მოწაფე ბელოზერსკიდან 20 კილომეტრში მდებარე ვორბოზომის ტბასთან განმარტოვდა, სადაც ხარების სახელობის ქვის მონასტერი ააგო. ღირსი მამა, რომელზეც იყო მადლი ღვთისა, ბრძნულად წინამძღვრობდა ხსენებულ სავანეს და დაახლოებით 1550 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

* * *
ამავე დღეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში არის ხსენება ღირსმოწამეთა: ბენიამენისა (კონონოვი), არქიმანდრიტისა, ნიკიფორესი (კუჩინი), იერომონაზვნისა (+1928), მღვდელმოწამისა ნიკოლოზისა (კარაულოვი), ველის ეპისკოპოსისა, ღირსმოწამისა მარიამისა (ლელიანოვა), მონაზვნისა (+1932), მღვდელმოწამისა იოანესი (ვეჩერკო), პრესვიტერისა (+1933), მოწამისა იოანესი (კოლესნიკოვი, +1943)


ბეჭდვა
1კ1