ღირსი გიორგი მალეიელი, პელოპონესელი, მდუმარე (IX) - 4 აპრილი (17 აპრილი)
ღირსი გიორგი მალეიელი, პელოპონესელი, მდუმარე (IX) - 4 აპრილი (17 აპრილი)
ღირსმა გიორგიმ, რომელმაც ყმაწვილობაშივე მხურვალედ შეიყვარა უფალი, არასასურველი ქორწინების თავიდან ასაცილებლად მშობელთა სახლი დაუტევა, ბერად შედგა და მთელი არსებით მიეცა მარხვას, ლოცვას, მორჩილებას, სინანულს, წმინდა წერილის შესწავლას და სხვა უფლის სათნო საქმეებს, კაცს კვლავ ღვთის ხატებას რომ ამსგავსებს.

თუმცა, რამდენადაც მდუმარებაში სწყუროდა ყოფნა, ის მონასტერიც დატოვა და მალეის მთაზე განმარტოვდა.

თუმცა, ღვთის მაძიებელმა ადამიანებმა გიორგი არც იქ მოასვენეს და ხან რჩევისთვის აკითხავდნენ ნეტარს, ხან - დალოცვისა და კურთხევის გამოსათხოვად. ხოლო ეს ყოვლადუბრალო და ღვაწლმრავალი მამა ყოველ მათგანს ლოცვით და მადლმოსილი სიტყვით იმგვარად სწამლობდა, როგორც თითოეულისთვის ეგებოდა.

მალე თავისი წმინდა ცხოვრებით იმგვარი მადლით გაბრწყინდა, იმ დროის უდიდეს მამებს შეემსგავსა, მისი სახელი კი ხელმწიფის ყურს მისწვდა.

წმინდა მამას ღვთისგან სამი წლით ადრე ეუწყა ჟამი ამქვეყნიდან განსვლისა, მოწაფენი სულიერად განამტკიცა, გარდაცვალების წინ კი მალეის მთის ყოველ მონაზონს უხმო, უკანასკნელად დამოძღვრა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1