ღირსი პართენი, ლამფსაკოსელი ეპისკოპოსი (+IV საუკუნე) - ხსენება 07 (ახალი სტილით 20) თებერვალს
ღირსი პართენი, ლამფსაკოსელი ეპისკოპოსი  (+IV საუკუნე) - ხსენება 07 (ახალი სტილით 20) თებერვალს
კონსტანტინე დიდის დროს მოღვაწეობდა კიდევ ერთი წმინდა მღვდელმთავარი პართენი, ქალაქ ლამფსაკოსის ეპისკოპოსი.

ღირსი პართენი დაიბადა ქალაქ მელიტოპოლში (მცირე აზია), სადაც მამამისი, ქრისტეფორე, დიაკვნად მსახურობდა. ყმაწვილისთვის წერა­კითხვა არ უსწავლებიათ, მაგრამ საღვთო წერილი კარგად შეითვისა ტაძარში, ღვთისმსახურებაზე დასწრებით. მომავალი წმინდანი მებადური იყო და აღებულ თანხას გულუხვად უნაწილებდა გლახაკებს.

ღვთის მადლმა ადრევე დაივანა მასში - 18 წლიდან ქრისტეს სახელით კურნავდა სნეულებს და განასხმიდა ეშმაკებს. როცა ჭაბუკის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ შეიტყო, მელიტოპოლის ეპისკოპოსმა, ფილიპემ მას განათლება მიაღებინა.

325 წელს, კონსტანტინე დიდის მეფობაში, კიზიკოსელმა მთავარეპისკოპოსმა აქილიუსმა იგი ქალაქ ლამფსაკოსის (მცირე აზია) ეპისკოპოსად აკურთხა. ქალაქში ბევრი წარმართი ცხოვრობდა და მღვდელმთავარი მათ შორის გულმოდგინედ ქადაგებდა ღვთის სიტყვას.

მის მხურვალე ქადაგებებს უფლის დაშვებით მრავალი სასწაული და კურნება ახლდა თან.

ხალხს თანდათან გული გაუცივდა წარმართული ღმერთების მიმართ. წმინდა პართენმა კონსტანტინე დიდს მიმართა თხოვნით, მიეცა მისთვის უფლება,
დაემსხვრია საკერპოები და მათ ნაცვლად ქრისტიანული ტაძრები აეგო.

მეფემ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და კეთილი განზრახვის განხორციელებისათვის საჭირო სახსრებიც გამოუყო.

ლამფსაკოსში დაბრუნებულმა პართენმა ბრძანა, აღეხოცათ პირისაგან მიწისა წარმართული ბომონები, ქალაქის ცენტრში კი უფლის სადიდებლად მშვენიერი ტაძარი აეგოთ. ერთ საკერპოში წმინდანმა იპოვა წმინდა ტრაპეზის მოსაწყობად შესაფერი ლოდი და ბრძანა, დამუშავების შემდეგ იგი ტაძრის მშენებლობაზე წაეღოთ.

გაშმაგებული ეშმაკის მანქანებით ურემი გადაყირავდა, ქვამ მეურმე მოიყოლა და გასრისა. წმინდა პართენმა მკვდრეთით აღადგინა იგი და შერისხა დემონი, რომელსაც სურდა, წინ აღდგომოდა საღვთო საქმეს.

მწყემსმთავარი იმდენად გულმოწყალე იყო, რომ სხვადასხვა სნეულებით გატანჯული თუ ბოროტი სულებით შეპყრობილი უამრავი ადამიანიდან, რომლებიც ხან შინ აკითხავდნენ, ხან კი _ ქუჩაში ხვდებოდნენ, კურნებაზე უარს არც ერთს არ ეუბნებოდა. ხალხმა ექიმებთან სიარული შეწყვიტა, რადგან პართენი, იესო ქრისტეს სახელის მოხმობით, უსასყიდლოდ კურნავდა მათ.

ქრისტეს სახელით უძლეველი ძალით, იგი უამრავ დემონს განასხმიდა ადამიანებიდან. ღირსი პართენი მშვიდობით მიიცვალა და ლამფსაკოსის
საკათედრო ტაძრის გასწვრივ, თავისსავე აგებულ ეკვდერში დაკრძალეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler