შიო მღვიმის მონასტრისადმი ბოძებულს ანდერძში წმინდა მეფე დავითი ბერებს საგანგებოდ ავალებდა, ყოველ დიდმარხვას მისთვის ასე ელოცათ: "უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომილებისანი"
შიო მღვიმის მონასტრისადმი ბოძებულს ანდერძში წმინდა მეფე დავითი ბერებს საგანგებოდ ავალებდა, ყოველ დიდმარხვას მისთვის ასე ელოცათ: "უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომილებისანი"
ისტორია გვამცნობს, რომ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს "სიჭაბუკისა" ცოდვა ჰქონია ჩადენილი და თავის "გალობანი სინანულისანში" მეფე ამბობს: "მბრძოლ ვექმენ ყოველთა წესთა სჯულისათა და ქორწილ [ი]თა-მიერ ხენეშ[ი]თა ვმძლავრე საწოლსა ჩემსა და სახეთა-მიერ ბოროტთა მიცემითა ვაცოდვე ერის ჩემი, ვითარცა იგი მეფეთა მისთა ისრაელიო". წმინდა დავით აღმაშენებელი მთელ თავის სიცოცხლეში ამ ცოდვის მონანიებაში იყო. შიო მღვიმის მონასტრისადმი ბოძებულს ანდერძში ბერებს საგანგებოდ ავალებდა კიდეც, რომ ყოველ დიდმარხვას მისთვის ასე ელოცათ: "უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომილებისანი"-ო. საზოგადოდ სახელოვანი მეფე, რომელსაც ეგოდენი ღვაწლი მიუძღოდა სამშობლოს წინაშე, თავისი თავის მკაცრი მსაჯული ყოფილა და "გალობანში" თავის თავს ყოველგვარს ბრალსა სდებს და მართოდენ ღვთაების განუსაზღვრელ კაცთმოყვარეობის იმედიღა აქვს; როდესაც ჩემი აღსასრულის წამი დადგესო, მომხიბლავის გულწრფელობით და შემზარავის ძლიერებით აქვს ნათქვამი "გალობანი სინანულისან"-ში, და "ჟამი რაჲ წულილთა ამოფშჳნვათაჲ წარმოდგეს, ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს, შენობანი უქმ იქმნენ, ყვავილოვნებაჲ დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ, სხუასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე მსაჯულო ჩემო! განრაჲეღოს წიგნი დღესა-შინა სასჯელისასა და მე ქედ-დადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად, მსაჯული მართლ სჯიდეს, მსახურთა რისხუაჲ ქროდის, მართალნი ნეტარებდენ, ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი,—მაშინ შემიწყალე იესო ჩემო!".
ბეჭდვა
1კ1