შეგვეწიოს წმინდა ქეთევან დედოფლის მადლი!
შეგვეწიოს წმინდა ქეთევან დედოფლის მადლი!
26 სექტემბერს, წმინდა ქეთევან წამებულის ხსენებასთან დაკავშირებით, უწმინდესი სადღესასწაულო მსახურებას ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში აღასრულებს. მსახურება დაიწყება დილის 8 საათზე.

წმინდა ქეთევანის ტაძარი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იქ დავანებულია წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილი. სიწმინდე საგანგებოდ დაწერილ წმინდა ქეთევანის ხატშია ჩაბრძანებული. იქვეა ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომლის წინაშეც წმინდა ქეთევანი ლოცულობდა. გადმოცემის მიხედვით, ეს უძველესი ტაძარი წმინდა ილია ჭავჭავაძეს საკუთარი ხარჯებით დაუსრულებია. ავჭალის გავლით საგურამოში მიმავალი წმინდა მამა, მშენებარე ტაძრის მდგომარეობით დაინტერესებულა და მის დამთავრებაში საკუთარი წვლილიც შეუტანია. ტაძარში ღვთისმსახურება კომუნისტური რეჟიმის დამყარებამდე მიმდინარეობდა. ტაძრის ერთ-ერთი წინამძღვარი - დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი ყოფილა, რომელსაც ტაძრის ტერიტორიაზე საკვირაო სკოლაც ჰქონდა გახსნილი. მას ღვთისმსახურებაში დიაკვანი გიორგი ეხმარებოდა. საბჭოთა ხელისუფლების დროს ტაძარი ჯერ საწყობად, შემდეგ კინოთეატრად, ასევე ბიბლიოთეკად გადაუკეთებიათ.

KARIBCHE

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელთანაც წმინდა ქეთევან დედოფალი ლოცულობდა.

ტაძრის აღდგენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ამავე ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ გიორგი რაზმაძეს, მის სულიერ შვილებს. ხეების გაკაფვის დროს შვიდი მათგანის მერქანში აღმოჩნდა ჯვრის გამოსახულება. ჯვრის გამოსახულებები ტაძარშია დაბრძანებული. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით,1998 წელს, მიტროპოლიტმა იობმა აკურთხა.

შეგვეწიოს წმინდა ქეთევან დედოფლის მადლი! 

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1