წმინდა მოწამე ტუნომი (ომარი) იერუსალიმელი (+1579) - 18 აპრილი (1 მაისი)
წმინდა მოწამე ტუნომი (ომარი) იერუსალიმელი (+1579) - 18 აპრილი (1 მაისი)
სასწაული მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლისა პირველად მოიხსენიება IV საუკუნეში, ამ მოვლენაზე მოგვითხრობენ IX საუკუნის არაბი ისტორიკოსები - მასუდი და ბირუნი. ისევე, როგორც ახლა, ძველ დროშიც ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე ყოველ დიდ შაბათს გარდამოდიოდა ზეციდან. ცეცხლის ზეციურობა იქიდანაც ჩანს, რომ გარდამოსვლიდან რამდენიმე წუთი არაფერს წვავს, მცირე დროის მერე კი ჩვეულ თვისებას იძენს. ეს სასწაული, ჩუმი სიხარული მთელი მართლმადიდებელი სამყაროსი, აშკარა ნიშანია ღვთისგან, რომ იგი ჩვენთანაა.

მაგრამ 1579 წელს, სულთან მურად მართლის მმართველობისას, სომეხმა მონოფიზიტებმა მოისყიდეს იერუსალიმის ფაშა, რომ დიდ შაბათს ქრისტეს აღდგომის ტაძარში მარტო ისინი ყოფილიყვნენ. მართლმადიდებლები ტაძარში არ შეუშვეს. ისინი, პატრიარქ სოფრონიოს IV-სთან ერთად ტაძრის დაკეტილი კარების წინ, მოედანზე იდგნენ აცრემლებულნი და გულშემუსვრილნი იმედოვნებდნენ, მადლმოსილი ცეცხლი ერეტიკოსების ხელთაგან მაინც მიეღოთ.

მათ იანიჩრები თვალს ადევნებდნენ მოსალოდნელი უწესრიგობისგან თავის დასაზღვევად. უფლის საფლავის ტაძრის გვერდით დაახლოებით იმავე სიმაღლის შენობა დგას. ამ შენობის ზედა სართულის ვერანდაზე, სადარაჯო პუნქტში, იდგა ოფიცერი ომარი თავის ჯარისკაცებთან ერთად.

ნათელი და მოწმენდილი იყო აპრილის ის დღე. გადიოდა საათები. უკვე კარგა ხანია გაიარა იმ დრომაც, როცა მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის ხოლმე (ჩვენი დროით დაახლოებით დღის ორ საათზე), მაგრამ ახლა ასე არ მოხდა. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მათი კათოლიკოსი გულმოდგინედ ლოცულობდა უფლის საფლავის წინ, მაგრამ ღვთაებრივი ცეცხლი არ გარდამოდიოდა. უეცრად მეხმა იქუხა, ტაძრის ერთ-ერთი მარმარილოს სვეტი გასკდა და ამ ბზარიდან ცეცხლი გამოვარ

და. ტაძრის წინ მლოცველი მართლმადიდებელი პატრიარქი წამოდგა და თავისი სანთლები აანთო. მისგან მიიღეს მადლმოსილი ცეცხლი ყველა მართლმადიდებელმა და ტაძარში მოსულმა სხვა აღმსარებლებმა.


ყველას უხაროდა. მართლმადიდებელი არაბები სიხარულით ხტოდნენ და ყვიროდნენ: "შენ მხოლოდ ხარ ღმერთი ჩვენი, იესო ქრისტე! მხოლოდ ჩვენი რწმენა, მართლმადიდებელ ქრისტიანთა რწმენაა ჭეშმარიტი". ისინი მთელ იერუსალიმში დარბოდნენ, ყვიროდნენ და ხმაურობდნენ. მოდარაჯე თურქული ჯარი განაცვიფრა და შეაძრწუნა ამ სასწაულმა. ყველა დაიბნა.

ამ დროს ომარმა ხმამაღლა დაიძახა: დიდია მართლმადიდებელთა რწმენა და მეც ქრისტიანი ვარო!" წამისყოფაში მრისხანებისგან სახე აერიათ თურქებს და მას მისცვივდნენ. ომარი თამამად გადახტა ათ მეტრზე მეტი სიმაღლის აივნიდან დაბლა, ქრისტიანებთან. საკვირველი უშიშრობა, რაც ახასიათებს ქრისტესთვის ყველა მოწამესა და აღმსარებელს, მოწმობა იყო იმისა, რომ მან ჭეშმარიტად ირწმუნა ქრისტე.

KARIBCHE

ომარი უვნებლად დაეცა მიწაზე და სასწაულებრივად გადარჩა. თანამემამულეებმა შეიპყრეს და უმალ თავი მოჰკვეთეს, ეშინოდათ, მისთვის სხვებსაც არ მიებაძათ. თავისი სისხლით მონათლული წმინდა ომარის სხეული კი ტაძრის წინ მოედანზე დაწვეს.

მართლმადიდებლებმა წმინდა ომარის ფერფლი და ძვლები მოაგროვეს, ლარნაკში მოათავსეს და სათაყვანებლად დააბრძანეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტერში, სადაც დღემდე საკვირველ კეთილსურნელებას გამოსცემს. იერუსალიმის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ომარი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 18 აპრილი (01 მაისი ახ.სტ.) დააწესა.

გვერდებგამურული გახეთქილი მარმარილოს სვეტი (ამ სვეტზე უძველესი ქართული წარწერაა გამოსახული) დღემდე დგას აშკარა ნიშნად ღვთის ძალისა, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი, ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოების დროს ვლინდება.
ბეჭდვაელფოსტა
01.05. 2016
lidia bitsadze
dideba ufals chventan ars gmerti! ❤❤❤❤❤❤❤
14.04. 2015
გიორგი
+++ დიდება უფალსა, ამინ!!! ++++
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler