წმინდა კეთილმსახური მეფე პეტრე ბულგარელი (+967) - 30 (12.02) იანვარი
წმინდა კეთილმსახური მეფე პეტრე ბულგარელი (+967) - 30 (12.02) იანვარი
პეტრე გახლდათ ვაჟი ბულგარეთის მეფე სვიმეონის, რომელიცგარდაიცვალა 927 წელს. ბულგარეთის სამეფო ტახტი პეტრემ დაიკავა. პეტრეს მმართველობის ხანა ძალიან განსხვავდებოდა მისი მამის, სვიმეონის მმართველობის ხანისაგან.

სვიმეონი გამუდმებულ ომებს აწარმოებდა. პეტრემ კი ბულგარეთში მშვიდობა დაამყარა. პეტრემ ცოლად ბიზანტიის იმპერატორ რომანის ქალიშვილი შეირთო. კეთილმსახურმა მეფემ შეძლო ბიზანტიასთან ზავი დაედო ბულგარეთისათვის ხელსაყრელი პირობებით და იმასაც მიაღწია, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ეცნო ბულგარეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა და ბულგარეთში საპატრიარქო საყდარი დაემტკიცებინა.

კეთილმსახური პეტრე, ბულგარეთის მეფე, ღვთისმოშიში ქრისტიანი იყო. ის ხშირად აკითხავდა ღირს იოანე რილელს) სთხოვდა მას ლოცვას და სულიერ რჩევა-დარიგებას.

პეტრემ ხელი შეუწყო ქვეყნიდან ბოგომილების ერესის ამოძირკვას, გარდაიცვალა 967 წელს, 56 წლის ასაკში. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დატოვა სამეფო ტახტი და ბერის მანტიით შეიმოსა.

.........................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1