ეფრემ პეჩორელი, კიევის მიტროპოლიტი (XI ს) - 28 (10.02) იანვარი
ეფრემ პეჩორელი, კიევის მიტროპოლიტი (XI ს) - 28 (10.02) იანვარი
ეფრემ პეჩორელი იყო იზიასლავ იეროსლავლის ძის შვილობილი და მისი სრული ნდობით სარგებლობდა. სიმდიდრემ და სოციალურმა სტატუსმა ხელი ვერ შეუშალა ეფრემის დაუოკებელ სურვილს, უფლის მსახურებაში გაელია წუთისოფელი. წმინდა ბარლაამთან ერთად ეფრემი წმინდა ანტონისთან მივიდა კიევ-პეჩორის ლავრაში. წმინდა ანტონიმ ის იღუმენ ნიკონს წარუდგინა, რომელმაც შემდეგ ეფრემი ბერად აღკვეცა და ძმობაში მიიღო. როდესაც ამის შესახებ თავადმა იზიასლავმა შეიტყო, ისე განრისხდა, რომ ბოროტის შთაგონებით სურდა პეჩორის ლავრის და იქ მყოფი ბერების მიწასთან გასწორება.

მეუღლემ შეძლო თავადის მრისხანების დაცხრობა. ეფრემი, როგორც ბერი, მონასტერში ძალიან გაიზარდა, ბევრი სათნოება მოიხვეჭა. ეფრემი მამა ანტონის კურთხევით ათონის წმინდა მთაზე გაემგზავრა და ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრდა, ცოდნა და გამოცდილება შეიძინა. გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ მონასტერში და თან სტუდიონის მონასტრის წეს-განგება ჩამოიტანა. მთავარის სურვილით და ძალდატანებით 1092 წელს ეფრემი კიევის მიტროპოლიტად აკურთხეს. ის ოთხი წელი მართავდა კიევის ეპარქიას, შემდეგ კი მშვიდობით მიიცვალა.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1