ღირსი პალადიოს მეუდაბნოე (IV) - 28 (10.02) იანვარი
ღირსი პალადიოს მეუდაბნოე (IV) - 28 (10.02) იანვარი
ღირსი პალადიოს მეუდაბნოე სირიის ანტიოქიის მახლობლად ერთი მთის წვერზე გამოქვაბულში მოღვაწეობდა. განდეგილი ბერი მუდმივ მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. დაუცხრომელი მოღვაწეობისათვის უფლისაგან სასწაულქმედების ნიჭი მიიღო. ერთხელ, ერთი მდიდარი ვაჭარი ავაზაკებმა გაძარცვეს, ვერაგულად მოკლეს და ცხედარი მეუდაბნოე მამის გამოქვაბულთან დააგდეს. მღვიმის მახლობლად, უცნობი ვაჭრის ცხედარი რომ იპოვეს, მკვლელობაში ღირს მამას დასდეს ბრალი. ღირსი პალადიოსის ლოცვით მიცვალებული მკვდრეთით აღდგა და თავისი ნამდვილი მკვლელები დაასახელა. ღვთისგან მომადლებული სასწაულქმედების ნიჭის წყალობით ღირსმა პალადიოსმა ასე გაიმართლა თავი ცილისწამებისაგან ხალხის წინაშე.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1