ღირსი - იაკობ დაყუდებული - 28 (10.02) იანვარი
ღირსი - იაკობ დაყუდებული - 28 (10.02) იანვარი
იაკობ დაყუდებული მოღვაწეობდა პალესტინის უდაბნოში 15 წელი. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ტოვებდა თავის გამოქვაბულს, მასთან ბევრი მნახველი მიდიოდა, ბევრს აძლევდა რჩევა-დარიგებას, ბევრი სამარიტელიც კი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. გულმოდგინე ლოცვისა და საღვთო მოღვაწეობის გამო უფალმა იაკობს სასწაულქმედების ნიჭიც მიმადლა.

ერთხელ ერთმა წარმართმა სამარიტელმა წმინდა მამას ღამით გამოქვაბულში სამონაზვნო ტანსაცმელში გამოწყობილი მეძავი მიუგზავნა, რათა ეცდუნებინა იგი. მეძავი დიდხანს სთხოვდა იაკობს, შეეშვა გამოქვაბულში, ბოლოს გულის ტკივილი მოიმიზეზა და დახმარება სთხოვა ბერს. იაკობი დაეხმარა ქალს, მაგრამ არ ცდუნებულა. ხორცს რომ არ აჰყოლოდა, ბერს მარჯვენა ხელი ცეცხლისთვის ჰქონდა მიშვერილი, ასე ხორციელი ტკივილით თრგუნავდა ვნებას. მეძავი მიხვდა, შეუძლებელი იყო იაკობის ცდუნება და აღიარა თავისი განზრახვა, შენდობაც ითხოვა და იქაურობას გაეცალა.

იაკობის სასწაულების გამო მრავალი ადამიანი იყრიდა თავს მის გამოქვაბულთან. ერთ დღეს წმინდა მამამ დატოვა სამყოფელი და შორს მდინარის პირას ახალ გამოქვაბულში დაეყუდა. აქ იაკობმა მრავალი წელი გაატარა. ბოლოს, იფიქრა, ხორცზე გავიმარჯვეო და ძველ გამოქვაბულს დაუბრუნდა. ბოროტიც ამ დღეს ელოდა. იმ დროს ერთმა ადგილობრივმა მამა იაკობთან ეშმაკებით შეპყრობილი ქალიშვილი მიიყვანა. ბერმა ლოცვით განდევნა ეშმაკები ქალიშვილისგან. გოგონას მამამ სთხოვა იაკობს, გოგონა ცოტა ხნით მის გამოქვაბულთან ახლოს სხვა გამოქვაბულში დარჩენილიყო, ვაითუ ისევ დასჭირვებოდა ბერის ლოცვაო.

ასეც მოხდა, გოგონა რამდენიმე დღით იაკობის გამოქვაბულის გვერდით დაბინავდა. ამჯერად ბერს ბოროტმა აჯობა, იაკობი გოგონასთან სიძვის ცოდვით დაეცა. შეშინებულმა და შერცხვენილმა ბერმა გოგონა მოკლა, მდინარეში გადააგდო და გადაწყვიტა, ერში დაბრუნებულიყო, დატოვა გამოქვაბული და ქალაქს მიაშურა.

გზად მეუდაბნოე მამა შეხვდა, რომელმაც, როცა შეიტყო მისი ამბავი, ანუგეშა, ღმერთს ზღვა გულმოწყალება აქვს და ნუთუ მარტო შენ არ გეყოფაო. ბერმა იგი ერთ მღვიმეში მიიყვანა და იქ ურჩია დაყუდება. დაჰპირდა, საკვებს მოგიტან ხოლმეო. ოცი წელი მღვიმიდან გამოუსვლელად იმოღვაწა წმინდა იაკობმა და უფალმა აპატია ცოდვები.

საშინელი გვალვა ჩამოვარდა. იმ მხარის ეპისკოპოსს ძილში უფალი გამოეცხადა და უთხრა, - მღვიმეში დაყუდებული ბერის ლოცვებით მოგეცემათ წვიმაო. ეპისკოპოსი ხალხთან ერთად მღვიმეს მიადგა. ბერმა - "თქვენ შეცდით, მე დიდად ცოდვილი ვარ და უფალი ჩემთან არ გამოგგზავნიდათო". "ნუ აღუდგები ღვთის ნებას, - სთხოვა ეპისკოპოსმა, - ილოცე ჩვენთვის". როცა წმინდანმა ლოცვა დაიწყო, ძლიერ გაწვიმდა, მაშინ მიხვდა ღირსი იაკობი, რომ შეუნდო ღმერთმა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler