ღირსი ისააკ ასური, ნინევიის ეპისკოპოსი (VII) - 28 (10.02) იანვარი
ღირსი ისააკ ასური, ნინევიის ეპისკოპოსი (VII) - 28 (10.02) იანვარი
ღირსი ისააკ ასური, ნინეველი ეპისკოპოსი VII საუკუნეში ცხოვრობდა. ის ძმასთან ერთად მარის წმინდა მათეს სახელობის მონასტერში დაემკვიდრა. ღრმა განსწავლულობისა და მაღალი სულიერებისათვის მას მონასტრის წინამძღვრობას სთავაზობდნენ, მაგრამ მდუმარებისაკენ მოდრეკილმა ღირსმა ისააკმა საერთოდ დატოვა სავანე და დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. ძმა ევედრებოდა მას, მობრუნებულიყო უკანვე. ღირსი მამა კი უარზე იდგა, მაგრამ როცა მისი წმინდა ცხოვრების ამბავი გახმაურდა, იძულებული გახდა, ნინევიის ეპოსკოპოსობაზეც დათანხმებულიყო.

ქალაქ ნინევიის მცხოვრებლები უხეში ზნით გამოირჩეოდნენ და ქრისტიანული სწავლების მარცვლებს იწყნარებდნენ. მღვდელმთავარი გრძნობდა, რომ არ შესწევდა მათი გამოსწორების ძალა, თან განდეგილური ცხოვრების სიამტკბილობაც ახსენებდა თავს. ეს ყველაფერი სულს უმძიმებდა მოსაგრეს, ამიტომაც დატოვა კათედრა და სკიტის უდაბნოში განმარტოვდა, სადაც აღესრულა კიდეც ღვთივსათნო ღვაწლში.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1