კლიმენტი ათენელი, საგმატიონის მთაზე მოღვაწე (XII) – 26 (08.02) იანვარი
კლიმენტი ათენელი, საგმატიონის მთაზე მოღვაწე (XII) – 26 (08.02) იანვარი
კლიმენტი XI საუკუნეში ათენში ერთ ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. იგი ქრისტიანულად აღიზარდა. 30 წლის კლიმენტმა უარი თქვა საერო ცხოვრებაზე და ბერის მანტიით შეიმოსა. კლიმენტს უყვარდა განმარტოებით ლოცვა მონასტრის მახლობლად საგმატიონის მთაზე. ერთხელ მონასტრის ერთმა ბერმა შენიშნა, რომ მთაზე განმარტოებით ლოცვისას კლიმენტი მიწიდან მაღლა იწეოდა. ღირს მამას არ სურდა დიდება, ამიტომ გადაწყვიტა საგმატიონის მთაზე, გამოქვაბულში დაყუდებულიყო.

ამ გამოქვაბულში ლოცვასა და მარხვაში კლიმენტმა მრავალი წელი დაჰყო. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ბერს სიმარტოვე სურდა, მოწაფეები და მიმდევრები აქაც გამოუჩნდნენ, ისინი ღირსი მამის სიახლოვეს, გამოქვაბულებში დასახლდნენ. მიუპოლის მონასტრის იღუმენის გარდაცვალების შემდეგ, ახალმა წინამძღვრმა მოსთხოვა კლიმენტს მონასტერში დაყუდება. კლიმენტი არ დაემორჩილა, რადგან მას ძველი იღუმენის კურთხევა ჰქონდა და თანაც აღთქმის დარღვევა არ უნდოდა. ახალმა წინამძღვარმა კლიმენტი ურჩობისთვის ანათემას გადასცა.

წინამძღვარი მალე მძიმედ დასნეულდა, მიხვდა თავის შეცდომას და შენდობა სთხოვა ღირს მამას...

საგმატიონის მთაზე მოღვაწე ბერის სიწმინდის შესახებ იმპერატორ ალექსი კომნენმაც შეიტყო, მან შესაწირი უბოძა ბერს მთაზე მონასტრის ასაშენებლად, ასევე გადასცა ცხოველმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილი. მოხუცებული ბერი ავადმყოფობისგან მიიცვალა XII საუკუნის დასაწყისში.
.......................

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1