ღირსი მარი მგალობელი (+დაახლ. 430) – 25 (07.02) იანვარი
ღირსი მარი მგალობელი (+დაახლ. 430) – 25 (07.02) იანვარი
ღირსი მარი მგალობელი IV და V საუკუნეების მიჯნაზე ასურეთში მოღვაწეობდა. ახალგაზრდობაში იგი სილამაზით და სასიამოვნო ხმით გამოირჩეოდა. მარი რელიგიურ დღესასწაულებზე წმინდა მოწამეების ხსოვნის პატივსაცემად გალობდა. სასიამოვნო ხმის გამო წმინდანს "მგალობელი" შეარქვეს. მას ყველაზე მეტად უფალი უყვარდა და გულში ღრმად იმარხავდა მის მცნებებს.

მარმა უბიწოება ბოლომდე შეინარჩუნა, უარი თქვა ცოლის შერთვაზე. მან გადაწყვიტა სამუდამოდ ეზრუნა მხოლოდ სულისთვის, ამიტომ განმარტოვდა სოფელ ომირში, ერთ პატარა ქოხში, სადაც 37 წელი გაატარა მარტოობაში. წმინდანის ქოხში საშინელი ნესტი იყო, რამაც დააავადა. მიუხედავად ჯანმრთელობის გაუარსებისა, მარიმ არ დატოვა ქოხი სიცოცხლის ბოლომდე. წმინდანი სიღარიბეს უდიდეს კეთილდღეობად თვლიდა, მას მოთმინების დიდი უნარი ჰქონდა.

მარის ძველი თხის ტყავისგან შეკერილი სამოსი ეცვა სიკვდილამდე. წმინდანს ძალიან დიდხანს ჰქონდა სურვილი დასწრებოდა საღვთო ლიტურგიას. სწორედ ამ დროს სოფელში ჩამოვიდა ეპისკოპოსი, რომელსაც თან ჰქონდა წმინდა ბარძიმი და ლიტურგიისთვის საჭირო სხვა დანარჩენი ჭურჭელი. მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმთავარს არ ჰქონდა საკურთხეველი, მან მარისთვის მაინც აღასრულა ღვთისმსახურება, დიაკვნის ხელებში. ეპისკოპოსმა აზიარა წმინდანი.

წმინდა მარი მგალობელი 90 წლისა მშვიდად მიიცვალა.
...................................

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1