ღირსი პოპლი ასური (+380) – 25 (07.02) იანვარი
ღირსი პოპლი ასური (+380) – 25 (07.02) იანვარი
ღირსი პოპლი ასური მეოთხე საუკუნის წმინდანი გახლავთ. იგი მდინარე ევფრატზე მდებარე ქალაქ ზევგმაში მდიდარი სენატორების ოჯახში დაიბადა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ პოპლიმ მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თავად კი ქალაქ ზევგმიდან ხუთნახევარი კილომეტრის დაშორებით მდებარე მაღალ მთაზე გამოქვაბულში დაეყუდა. აქ პოპლი მთელ დროს უფლის მსახურებაში ატარებდა, ლოცულობდა, ფსალმუნებს კითხულობდა, ფიზიკურად შრომობდა და მნახველებსაც გულღიად ხვდებოდა.

ბევრს სურდა დარჩენილიყო მასთან და ასკეტურ ცხოვრებაში მიებაძა. პოპლი თანხმდებოდა ბერობის მსურველებს და კელიებს უშენებდა მათ. გავიდა დრო, საძმო გაიზარდა. ღირსმა პოპლიმ ასურეთის უდაბნოში ორი სავანე დააარსა: ერთი ბერძნებისათვის, მეორე კი ასურელებისათვის.

ღირსი მამა გარდაიცვალა 380 წელს.
..........................
ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1