ღირსი ზოსიმე სინელი (VI) - 24 (06.02) იანვარი
ღირსი ზოსიმე სინელი (VI) - 24 (06.02) იანვარი
ღირსი ზოსიმე VI საუკუნის წმინდანი გახლავთ. ის ცხოვრობდა ფინიკიის მთებში. ბერობის აღთქმა ამ მხარის ერთ-ერთ მონასტერში დადო. შემდეგ ცხოვრობდა წმინდა გერასიმესთან იორდანიის უდაბნოში. მოგვიანებით თავად დააარსა მონასტერი პალესტინის კესარიის შორიახლოს. ღვთისმოსავი ცხოვრების გამო უფალმა წინასწარმეტყველების ნიჭი მიმადლა ზოსიმეს. მან იწინასწარმეტყველა, რომ 528 წლის 29 ნოემბერს მიწისძვრა დაანგრევდა ქალაქ ანტიოქიას. ამ დროს წმინდანი ქალაქიდან 4 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა.

წმინდა ზოსიმემ დაგვიტოვა მცირე სულიერი სწავლებანი.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1