ღირსი მაკედონი - ასურელი მეუდაბნოე (IV) - 24 (06.02) იანვარი
ღირსი მაკედონი - ასურელი მეუდაბნოე (IV) - 24 (06.02) იანვარი
ღირსი მაკედონი - ასურელი მეუდაბნოე, ცხოვრობდა IV-V საუკუნეების მიჯნაზე. მან სამოღვაწეოდ აირჩია მთის მწვერვალები, სადაც უბრალო მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. ის გაურბოდა მასთან მისულ მნახველებს, მათთან საუბარს, ამიტომ დიდხანს ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა. მეუდაბნოე მამა ფინიკიის, კილიკიის და სირიის მთებში მოგზაურობდა.
ორმოცდახუთი წლის განმავლობაში მაკედონი ცხოვრობდა მღვიმის სიღრმეში ისე, რომ არც კარავი ჰქონდა და არც ქოხი. როდესაც მოხუცდა, მნახველებს სთხოვა, აეშენებინათ მისთვის პატარა კელია, რომელშიც 25 წელი ისე იცხოვრა, რომ გარეთ არ გამოსულა. საკვებს მეზობელი ბერები აწვდიდნენ. ღირსმა მამამ ასკეტურ ცხოვრებაში 70 წელი გაატარა. აქედან ორმოცი წელი მხოლოდ ქერის პურსა და წყალს იხმევდა. ბოლოს, ავადმყოფობის გამო ქერი პურის პატარა ნაჭრით ჩაანაცვლა.

ერთ დღეს ბერს მთაში მაღალი წარმომავლობის მონადირე შეხვდა. მონადირე დაინტერესდა, თუ რატომ ცხოვრობდა ღირსი მამა ასე მარტო ველურ ბუნებაში. მაკედონმა უპასუხა: "როგორც შენ მოხვედი აქ, ამ მთაზე სანადიროდ, ისე მე გადმოვცხოვრდი ამ მთებში და ვეძებ ჩემს ღმერთს, მსურს ვიხილო იგი და არასოდეს ვიტყვი უარს მსოფლიოში საუკეთესოს ძებნაზე."
ერთხელ ანტიოქიაში ხალხი აჯანყდა. აჯანყებულებმა იმპერატორ თეოდოსის და მისი მეუღლის ქანდაკებები ჩამოაგდეს. შეურაცხყოფილმა მბრძანებელმა ორი რჩეული მხედარმთავარი გაგზავნა ანტიოქიაში აჯანყების სისხლით ჩასახშობად. ეს შეიტყო ღირსმა მაკედონიმ, დატოვა მთა, ჩავიდა ქალაქში და იმპერატორის მხედართმთავრებს მიმართა:

- გადაეცით იმპერატორს, რომ უსიცოცხლო ქანდაკებების განადგურებისთვის არ შეიძლება დაისაჯნონ და სიცოცხლით აგონ პასუხი ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილმა ადამიანებმაო...

უფალმა ბოლოს სასწაულების ნიჭი მიმადლა. მას შეეძლო ბოროტის განდევნა, სნეულების განკურნება. ერთხელ ნეტარ მაკედონთან მიიყვანეს ქალი, რომელიც ძალიან ცუდად იყო - თურმე ერთ დღეში ოცდაათი ქათამი შეეჭამა. მეუდაბნოე მამის ლოცვით ქალმა შეძლო მოენელებინა საკვები, თუმცა იმ დღის შემდეგ ქათამს აღარ გაკარებია. მეუდაბნოე ბერი მხცოვანი მშვიდად მიიცვალა.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1