ღირსი მავსიმე (მაიუმა, მაუმა) ასურელი (+IV) - 23 (05.02) იანვარი
ღირსი მავსიმე (მაიუმა, მაუმა) ასურელი (+IV) - 23 (05.02) იანვარი

ღირსი მავსიმე ასურელი IV-V საუკუნეების მიჯნაზე სირიაში ცხოვრობდა. მან სოფელში მიიღო უბრალო განათლება, თუმცა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სიკეთით და ღვთისნიერებით.

მავსიმემ ღვთივსათნო ცხოვრებით მალე გაითქვა სახელი და ქალაქთან ახლოს, ერთ-ერთ დასახლებაში სასულიერო მმართველის წოდებით განაგრძო მოღვაწეობა.

მატერიალური სიმდიდრე არ გააჩნდა, სამოსიც მხოლოდ ერთი ხელი ჰქონდა, სიძველისგან ბევრჯერ დაკერებული.

წმინდა მავსიმემ ნებსით იტვირთა უპოვრება და მოყვასის მსახურებისათვის გადადო თავი. წმინდა მამის ქოხის კარი მუდამ ღია იყო მნახველთათვის. გაჭირვებულებს აქ ყოველთვის შეეძლოთ მიეღოთ საზრდელი პურითა და ზეთით სავსე ორი ჭურჭლიდან, რომლებიც, ღვთის ნებით, არასოდეს ცარიელდებოდა. უფალმა წმინდა მამას სასწაულქმედების ნიჭიც მიმადლა, მან ავადმყოფობისაგან სრულად განკურნა სოფელში ერთი პატარა ბავშვი, სოფლის მამასახლისს ლოცვით ბოროტი ხასიათი კეთილით შეუცვალა... მავსიმემ ასე ღვთივსათნო ცხოვრებით ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და მშვიდად მიაბარა სული უფალს.

ხატის წყარო

 

ბეჭდვა
1კ1