ნეტარი თეოდორე ნოვგოროდელი, ქრისტესთვის სალოსი - 19 (01.02) იანვარი
ნეტარი თეოდორე ნოვგოროდელი, ქრისტესთვის სალოსი - 19 (01.02) იანვარი
წმინდა თეოდორე წმინდანთა მიბაძვით მკაცრ მარხვას ინახავდა, ხშირად დადიოდა ტაძრებში და უხვად გასცემდა მოწყალებას. როცა ასე ღვთივსათნო საქმეებით გაძლიერდა, მან სალოსობის ღვაწლი იტვირთა. სიცოცხლის ბოლომდე სავსებით უპოვარი იყო, თავისი კუთხე არ ჰქონდა და არც თბილი სამოსი. მარხვით მოუძლურებული, ნოვგოროდელთა მიცემულ ფულს გლახაკებს ურიგებდა. ღამით კი წმინდა თეოდორე მიმოივლიდა ნოვგოროდის ტაძრებს და მხურვალედ ლოცულობდა ქალაქისთვის. მისმა ლოცვამ ბევრჯერ დაიხსნა ქალაქი მტრებისგან. ის არ ერიდებოდა და ამხილებდა ნოვგოროდელებს ცოდვებში. წმინდანმა ღვთისაგან დაფარულმცოდნელობის და წინასწარმეტველების მადლი მიიღო. მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და გარდაცვალების ჟამი აუწყა. წმინდა თეოდორე 1392 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა. მისი სხეული კი წმინდა გიორგის ტაძარში დაკრძალეს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1