წმინდა იოაკიმე I, ტირნოვოს პატრიარქი (+1248) - 18 (31) იანვარი
წმინდა იოაკიმე I, ტირნოვოს პატრიარქი (+1248) - 18 (31) იანვარი
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს წმინდა იოაკიმე I-ს. წმინდა იოაკიმე XII საუკუნის ბულგარეთში დაიბადა, დიდებულთა ოჯახში. ადრეულ ასაკშივე წავიდა ათონზე და სრულიად დაემორჩილა, როგორც მოძღვარს, ისე თითოეულ ძმას. მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდა, დაწოლილს არასოდეს დაუძინია, და გონებაში მოუკლებელ ლოცვას იმარხავდა. რაღაც დროის მერე წმინდა იოაკიმე ბულგარეთში დაბრუნდა და დუნაის პირას, კრესენეში დასახლდა. აქ მას სამი მოწაფე შემოუერთდა: დიომიდე, ათანასე, თეოდოსი. ისინი მღვიმეში ცხოვრობდნენ, რომელიც კლდეში თვითონვე გამოთხარეს. შემდგომში მეფის ივან ასენ II-ს (1218-1241) დახმარებით მათ მთავარანგელოზის სახელობის მონასტერი ააშენეს, რომლის მთავარი ტაძარიც ფერისცვალებისა გახლდათ.

უდავოდ წმინდა საბა სერბის მხარდაჭერით, რომელიც ამ დროს ტირნოვოში იმყოფებოდა, წმინდა იოაკიმე ბულგარეთის ეკლესიის სათავეში დაადგინეს (1234). მალე პატრიარქ გერმანე II-ს ხელმძღვანელობით ლამსაკეში მოწვეულმა აღმოსავლეთის პატრიარქების კრებამ, მისი პატრიარქობა დაამტკიცეს. წმინდა იოაკიმე ოცი წლის მანძილზე ბრძნულად, მშვიდობიანად მართავდა ეპარქიას, მიუხედავად უამრავი განსაცდელებისა, რომლის გადატანაც მოუხდა თათართა შემოსევისა და დინასტიური ანგარიშგასწორებისა.

იგი 1248 წელში 18 იანვარს გარდაიცვალა.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1