ხსენება ღირსისა ანტონი დიმელისა (+1224) - 17 (30) იანვარს და 24 ივნისს (7 ივლისი)
ხსენება ღირსისა ანტონი დიმელისა (+1224) - 17 (30) იანვარს და 24 ივნისს (7 ივლისი)
ღირსი ანტონი დიმელი ნოვგოროდში დაიბადა დაახლოებით 1157 წელს. ერთხელ მას მოესმა სახარებიდან ქრისტეს ნათქვამი: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მათე 16,24), და მანაც დატოვა სოფელი და წმინდა ბარლაამ ხუტელის ხელთაგან მონაზვნობა მიიღო. სიკვდილის წინ წმინდა ვარლაამმა თავის ნაცვლად წმინდა ანტონი დატოვა წინამძღვრად. მაგრამ იგი გაექცა სახელსა და დიდებას, სავანიდან წავიდა ქალაქ ტიხვინის სიახლოვეს, დიმის ტბის ნაპირას დასახლდა. იქ მან მონასტერი დააარსა და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. წმინდა ანტონი 1224 წლის 24 ივნისს გარდაიცვალა. 1330 წელს, როცა ღირსი ანტონის საფლავი გახსნეს, მისი სხეული უხრწნელი აღმოჩნდა და მას მერე მრავალი სასწაულით განდიდდა.
........................
ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1