ღირსი მაკარი (კააოგერასი) პატმოსელი - 17 (30) იანვარი
ღირსი მაკარი (კააოგერასი) პატმოსელი - 17 (30) იანვარი
ღირსი მაკარი XVII საუკუნეში დაიბადა კუნძულ პატმოსზე, მდიდარ ოჯახში. ის ძალზე ნიჭიერი ყმაწვილი იყო და ბავშვობიდანვე განსაკუთრებით გულმოდგინებას იჩენდა ცოდნის შესაძენად, ამიტომაც, ადრევე დატოვა მშობლების სახლი და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო სკოლაში მოეწყო. მას ბევრი რამ მისცეს მისმა მასწავლებელმა იაკობ არგოსელმა და სულიერმა მამამ, აღაპი ვულისმასმა, რომელიც სკოლის მოსწავლეთა მოძღვარი და მოშურნე განმანათლებელი გახლდათ ბერძნებით დასახლებული ყველა ოლქისა. ბევრი მათგანი, ვინც დაუმეგობრდა ღირს მაკარს, შემდგომში ეპისკოპოსები, პატრიარქები და გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწეები გახდნენ. მათთან კავშირი სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია. განათლებულ ადამიანებთან ურთიერთობამ მამა მაკარს ბერძენი ხალხის სულიერი გამოღვიძების სურვილი გაუჩინა, უპირველეს ყოვლისა, მათში განათლების შეტანით.

ღირსი მაკარი ჯერ კიდევ ახალგაზრდა აღიკვეცა მონაზვნად. მიტროპოლიტმა პართენი ნიკომიდიელმა იგი ბერ-დიაკვნად აკურთხა და თავის მემკვიდრედ იგულებდა, მაგრამ მამა მაკარი მღვდლად კურთხევაზე უარს ამბობდა და სიცოცხლის ბოლომდე დიაკვნად დარჩა. იგი დედაქალაქიდან სამშობლოში დაბრუნდა, რათა ლოცვითა და მარხვით თავი განეწმინდა. ის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში მივიდა და გამოცხადების მღვიმის (ანუ იმ მღვიმეში, სადაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა აპოკალიფსისი იხილა) გვერდით მდებარე კელიაში დასახლდა.. აქ მან ოცდახუთი წელი დაჰყო.

ღირსი მაკარი მოსაგრე იყო, მაგრამ ამასთან ბევრს ზრუნავდა ძმათა განათლებისა და ცხონებისათვის. სწავლის წლებში ის სრულყოფილად დაეუფლა ძველბერძნულსა და ლათინურ ენებს, ფილოსოფიას, მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას. პატმოსში მან სკოლა მოაწყო, რომელიც საპატრიარქოს სკოლასა ჰგავდა, სწავლების პრინციპითა და პროგრამით. იგი ყველას უსასყიდლოდ ასწავლიდა და მრავალი ქრისტიანი გამოზარდა, მათ შორის თავისი მომავალი მემკვიდრე, მამა გერასიმე.

ღირსი მაკარი თავის მოსწავლეებს არა მხოლოდ წიგნისმიერ ცოდნას აძლევდა, ცდილობდა მათ შეეცნოთ სათნოებები - სახარებისეული ცხოვრების წესი, რომლის მაგალითიც თვითონვე იყო. მას თანასწორი არ ჰყავდა მარხვაში, თავშეკავებაში, ღამისთევის ლოცვებში. თავმდაბლობით, მოწყალებითა და სიმშვიდით იგი ცოცხალი ხატი იყო ქრისტესი. იგი თავის მოწაფეებს მოუწოდებდა არ ეზარმაცათ, არ განეკითხათ მოყვასი. იგი თავის ლექციებსა და ქადაგებებში სახარებისა და წმინდა მამათა სიტყვებით საუბრობდა. ღირსი მაკარი ამბობდა, რომ წმინდა მამათა ნაწერებს უფრო მეტი პატივი უნდა მივაგოთ, ვიდრე მათ წმინდა ნაწილებსო. ის მოძღვარი იყო თავის სულიერი შვილებისა, ვიდრე უბრალო მქადაგებელი. ცდილობდა თითოეულში გაეღვივებინა სიყვა¬რული ცოდნისა და სწრაფვა ღვთისადმი. ის მუდამ ღვთის დიდებაზე საუბრობდა და მისი ბაგეები მუდმივად იმეორებდნენ: "დიდება ღმერთს!"

მოწაფეთა რიცხვი იზრდებოდა და თანამოაზრეთა დახმარებით წმინდა მაკარმა ახალი სკოლა ააშენა. წმინდანი დანარჩენ პატმოსელებსაც ეხმარებოდა, განსაკუთრებით შიმშილობის და ჭირიანობის წლებში. მთელი ცხოვრება თუ ვინმე ფულს მისცემდა, იგი მაშინათვე ჩუმად გასცემდა. სულიერადაც გამოზრდიდა ადამიანებს.

ღირსი მაკარი თითქმის მუდმივად სხვადასხვა სნეულებებისგან იტანჯებოდა, განსაკუთრებით, ხელებისა და ფეხების ართრიტი სტანჯავდა. რომელსაც ის ღვთისგან ნაწყალობევ "ოქროს მათრახს" ეძახდა, რომელიც მოთმინებას გვასწავლის და გვიმზადებს ზეციურ საზღაურს. ბოლო წუთამდე, საწოლს მიჯაჭვულიც კი არ შეწყვეტდა ქადაგებას. 1737 წლის 17 იანვარი იდგა, ღირსი მაკარი სიხარულით ელოდებოდა გარდაცვალებას. მის გარშემო მისი მოწაფეები და კუნძულის მკვიდრი შეიკრიბნენ. ნეტარმა მათ უთხრა, რომ ილოცა მათი რწმენაში, სასოებასა და გულმოწყალებაში გაძლიერებისთვის. აკურთხა იქ შეკრებილნი, ბოლოს წარმოთქვა: "განჴმა, ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამჴადე მე" (ფს.21,16) და სული თვისი ჩააბარა უფალს.
..........................

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბერ-მონაზონთა მეორე სახარება
"კლემაქსი" ანუ "კიბე" - მიწაზე არსებული სულიერი საუნჯე, რომელშიც დაუნჯებული და თავმოყრილია საღვთო ნიჭთა მშვენიერება და სისავსე.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri