წმინდა ჰონორეტი - არელტის ეპისკოპოსი (+1729) - 16 (29 ) იანვარი
წმინდა ჰონორეტი - არელტის ეპისკოპოსი (+1729) - 16 (29 ) იანვარი
წმინდა ჰონორეტი გალიაში, დიდებულის ოჯახში დაიბადა. ქრისტესკენ სიყმაწვილეშივე მოიქცა და თავისი უფროსი ძმა ვენანციანე დაარწმუნა, რომ მკაცრი, წმინდა ცხოვრებით ეცხოვრათ. ძმები უხვად გასცემდნენ მოწყალებას, მასპინძლობდნენ გლახაკებსა და მწირებს. ანტონი დიდის ცხოვრების გავლენით, გადაწყვეტეს სოფელი, ახლობლები დაეტოვებინათ და უდაბნოში განმარტოებულთ ეღვაწათ. წმინდა მამა კაპრასი გახდა მათი სულიერი მოძღვარი. გარკვეული ხნის მერე, ძმები აღმოსავლეთით გაემგზავრნენ, ეგვიპტელი და პალესტინელი ბერების სანახავად, მაგრამ გზაში ვენანციანე მოკვდა და ჰონორეტი გალიაში დაბრუნდა. ფრეჟიუსის ეპისკოპოსს ლეოტის რჩევით, სულიერ მოძღვართან ერთად ლერინის კუნძულზე გადასახლდა (კანთან ახლოს), სადაც ბევრი გველი ბინადრობდა. წმინდა ჰონორეტმა თავის ლოცვით კუნძული ლერინი გველებისაგან გაათავისუფლა და იგი დასავლეთის მონაზვნობის სახელგანთქმულ ცენტრად იქცა. 426 წელს წმინდა ჰონორეტი სამხრეთ გალიაში არელიტის მიტროპოლიაში ეპისკოპოსად აირჩიეს, და მანაც მცირე ხანში ეს ეპარქია ფეხზე დააყენა. მიუხედავად ამისა, წმინდა ჰონორეტი ჩვეულებრივი ბერივით განაგრძობდა ცხოვრებას და მოსაგრეობაც უფრო გაამკაცრა. წმინდა ჰონორეტი 429 წლის 16 იანვარს გარდაიცვალა.

ხატის წყარო


* * *

ამავე დღეს იხსენიება ახალმოწამე ნიკოლოზ მიტილინელი (1771)

ბეჭდვა
1კ1