ხსენება ღირსისა რომილე ვიდინელისა, ათონელისა, და მისთანა: ნესტორისა, მარტინესა, დანიელისა, სისოსი, ზოსიმესი და გრიგოლისა (XIII-XIV) - 16 (29 ) იანვარი
ხსენება ღირსისა რომილე ვიდინელისა, ათონელისა, და მისთანა: ნესტორისა, მარტინესა, დანიელისა, სისოსი, ზოსიმესი და გრიგოლისა (XIII-XIV) - 16 (29 ) იანვარი
ბიზანტიურ სვინაქსარში: არის ხსენება ღირსისა რომილე ვიდინელისა, ათონელისა, და მისთანა: ნესტორისა, მარტინესა, დანიელისა, სისოსი, ზოსიმესი და გრიგოლისა (XIII-XIV)

წმინდა რომილე დაიბადა ვიდინეში, ბერძენისა და ბულგარელის ოჯახში. მშობლებმა რუსკოს (ასე ერქვა ერისკაცობაში) კარგი განათლება მისცეს. ყმაწვილი თავისი ცოდნით ანცვიფრებდა ყველას. როცა დრო დაუდგა, მშობლებმა მისი დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ რუსკო ქალაქ ტირნოვოში გაიქცა და თავი ოდიგიტრიას მონასტერს შეაფარა, სადაც აღიკვეცა კიდეც რომანის სახელით. თავისი უსაზღვრო მორჩილებით, ღვთის წინაშე კრძალვით, ბრძნული თავმდაბლობითა და კაცთადმი, განსაკუთრებით სნეულებისადმი სიყვარულით, გაიცნო ის ტირნოვოს ბერ-მონაზვნობამ, და მას "კალო რომანი" დაარქვეს, რაც ქართულად "კეთილ რომანს" ნიშნავს.

მან ერთხელაც შეიტყო, რომ უდიდესი მოსაგრე, წმინდა გრიგოლ სინელი რომის იმპერიისა და ბულგარეთის სამეფოს საზღვარზე მდებარე პარორიის სავანეში დასახლდა, მან ყველა დაუტევა და მონაზონ ილარიონთან ერთად იქ წავიდა. წმინდა გრიგოლმა მიიღო მოწაფეობის მსურველნი და მათ სამორჩილო საქმეები ჩააბარა.

თურქების შემოსევებმა, ავაზაკების თავდასხმებმა და ღირსი გრიგოლის გარდაცვალებამ ის აიძულა ბულგარეთის სიღრმეში დასახლებულიყო. მაგრამ დაყუდებისა და პარორიის ტიპიკონის წყურვილმა, უკან სავანეში დააბრუნა. თუმცა თურქების შემოსევების შემდეგ ღირსი მამა ათონზე გადასახლდა და იქ შეიმოსა დიდი სქემა რომილეს სახელით. იქ, მელანიად წოდებულ ადგილას.

მის გარშემო დიდი საძმო შეიკრიბა. 1371 წელს მდინარე მარიცესთან თურქებთან ომში ქრისტიანების საშინელი მარცხის მერე, წმინდა რომილე იძულებული გახდა ათონი დაეტოვებინა და დრაჩას ახლოს ავლონში დასახლდა. შემდეგ კი საცხოვრებლად რავენიცას ამაღლების მონასტერში გადავიდა, სადაც მალევე აღესრულა 1375 წლის 16 იანვარს.
...................

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler