ღირსი მაქსიმე, ტოტმელი ხუცესი (+1650) - 16 (29 ) იანვარი
ღირსი მაქსიმე, ტოტმელი ხუცესი (+1650) - 16 (29 ) იანვარი
წმინდა მაქსიმე პოპოვი ვოლოგდის ეპარქიის ქალაქ ტოტმაში მღვდელი იყო. ორმოცდახუთი წელი ქრისტესთვის სალოსობდა და ასეც ემსახურებოდა უფალს. ნეტარი მაქსიმე ხშირად უმიზეზოდ, ყველანაირ ამინდში თითქმის სრულიად შიშველი დადიოდა, რადგან თავის სხეულზე არ ზრუნავდა და მუდმივად მარხულობდა და ლოცულობდა.

ნეტარი მაქსიმე ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა 1650 წლის 16 იანვარს და აღდგომის ტაძარში დაკრძალეს. შემდგომში მის საფლავზე სასწაულები აღესრულა და მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ღირსი მაქსიმეს წმინდანობა.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1