ღირსი სტეფანე (VIII) - 14 (27) იანვარი
ღირსი სტეფანე (VIII) - 14 (27) იანვარი
ღირსი სტეფანე VIII საუკუნეში ცხოვრობდა. ის თავის წმინდა ცხოვრებით პალესტინაში გაბრწყინდა. სიყრმიდანვე მოსაგრეობის მოსურნე ხშირად სტუმრობდა როგორც იორდანის პირას მდებარე მონასტრებს, ისე ღრმა უდაბნოში მდებარე სავანეებს: ექვთიმე დიდის, საბა განწმედილის და თეოდოსი დიდის მონასტრებს. თითოეულ მათგანში ის ცხოვრობდა და საკუთარი გამოცდილებით შეისწავლიდა იქაურ ტიპიკონებს. იმპერატორ ლეონ ისავრიელის დროს იგი კონსტანტინოპოლში ჩავიდა და შეხვდა წმინდა პატრიარქ გერმანეს და გარკვეული ხანი მასთან ცხოვრობდა. შემდეგ კი ბითვინიაში, ქალკედონის მახლობლად მონასტერი დააარსა ამ სავანეში, რომელსაც ქენოლაკს ეძახდნენ, რაც "ბატების ტბორთან მდებარეს" ნიშნავს, მრავალმა მონაზონმა მოიყარა თავი, რომელთაც ღირსი სტეფანე დამოძღვრიდა და ქრიტესკენ მიჰყავდა. დედამიწაზე ღვთივსათნო ცხოვრებით და მოუკლებელი ლოცვით, წმინდა სტეფანე ზეცის მკვიდრთ მიუახლოვდა. წმინდა მამამ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების ჟამი და მისი სავანის რამდენიმე ბერი ღირსი გახდა ეხილათ ანგელოზთა თანხლებით თუ როგორი დიდებით ამაღლდა მათი მოძღვარი ცათა სასუფეველში.

ბეჭდვა
1კ1