წმინდა თეოდოსი ტრაპიზონელი (XIV) – 11 (24) იანვარი
წმინდა თეოდოსი ტრაპიზონელი (XIV) – 11 (24) იანვარი
წმინდა თეოდოსი, ტრაპიზონელი მიტროპოლიტი, დაიბადა კასტორიის მთების მახლობლად, სოფელ კორიცაში. იგი უფროსი ძმა გახლდათ ღირსი დიონისესი, რომელმაც ათონის მთაზე დიონისეს მონასტერი დააარსა (ხსენება 25 იანვარს). ღირსი თეოდოსი ჯერ დიაკვნად და მერე მღვდლად მსახურობდა კონსტანტინოპოლის დიდ ტაძარში. შემდეგ ის ათონზე დაემკვიდრა, ფილოთეოსის სავანეში მონაზვნად აღიკვეცა და მკაცრი, მოსაგრე ცხოვრებით ცხოვრობდა. ღვთივსათნო ცხოვრების გამო წმინდანი ამავე სავანის იღუმენად აირჩიეს.

მოხდა ისე, რომ თურქმა მეკობრეებმა დაატყვევეს და ბითვინიაში მონად გაყიდეს. ღირსმა თეოდოსიმ ტყვეობას თავი დააღწია და კონსტანტინოპოლში ჩააღწია. ღირსი მამის მეგობარმა წმინდა პატრიარქმა კალისტემ (ხსენება 20 იანვარს) ის მანგანაში, წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. 1368 წელს ღირსი თეოდოსი ტრაპიზონის მიტროპოლიტად იქნა დადგენილი, მან კეთილად დამწყსო მისთვის მიბარებული მრევლი და მშვიდობით მიიცვალა 1392 წელს.

ბეჭდვა
1კ1