წმინდა ჰიგინიოსი - რომის ეპისკოპოსი – 11 (24) იანვარი
წმინდა ჰიგინიოსი - რომის ეპისკოპოსი – 11 (24) იანვარი
წმინდა ჰიგინიოსი წარმოშობით ბერძენი იყო და ფილოსოფოსი გახლდათ, ვიდრე რომის ეპისკოპოსად აირჩევდნენ. თავის მმართველობისას მან საეკლესიო იერარქია დაადგინა და სასულიერო პირთა პრეროგატივა განსაზღვრა. წმინდა ჰიგინიოსმა სავალდებულო გახადა, რომ ახალმოქცეულ ქრისტიანს მიმრქმელები ჰყოლოდა, რომლებიც მას მთელი ცხოვრება დამოძღვრიდა. ევსევი თავის "ეკლესიის ისტორიაში" ამტკიცებს, რომ წმინდა ჰიგინიოსის მღვდელ¬მთავრობა ოთხი წელი გრძელდებოდა. ითვლება, რომ იგი მარკუს ავრელიუსის დროს აწამეს, თუმცა ეს წყაროებით არ დასტურდება. იგი დაკრძალულია ვატიკანის ბორცვზე, წმინდა პეტრეს საფლავის გვერდით.

ბეჭდვა
1კ1