ღირსი პავლე კომელსკი (†1429) - 10 (23) იანვარი
ღირსი პავლე კომელსკი (†1429)  - 10 (23) იანვარი
ღირსი პავლე 1317 წელს მოსკოვში შეძლებულ და წარჩინებულ ოჯახში დაიბადა. ყრმობიდანვე გამოირჩეოდა უპოვართადმი სიყვარულით და კეთილკრძალულებით.

22 წლსამ მშობელთა სახლი დატოვა, რომ არასასურველ ქორწინებას გაჰქცეოდა და მდინარე ვოლგის პრიკულის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტერში ბერად შედგა.

მალე თავის სულიერ ძმებს ღვაწლით აღემატა და უფალს მხურვალედ ევედრა, მისთვის სულიერი მოძღვარი გამოეჩინა.

მალე ღირსი მამის, სერგი რადონეჟელის (ხსენება 25 სექტემბერს) შესახებ შეიტყო, წმინდა სამების სერგის ლავრას ეწვია და ამ წმინდა კაცის საუკეთესო მოწაფედ იქცა.

საკუთარი ნების მუდამ მომკვეთმა ცრემლიანი სინანულის ნიჭი მიიღო და გარკვეული ხნის შემდგომ განცალკევებით ცხოვრების უფლება მოიმუშაკა.
15 წლის მდუმარების, ჭვრეტის და განუწყვეტელი ლოცვის შემდგომ, ღვთის შეწევნით, მის სიტყვას იმგვარი მადლი მიენიჭა, ძმათა დამოძღვრა და მათი სულების დარწყულება შეეძლო.

მაშინ ნეტარმა სერგიმ კომელსკის ტყეში წარგზავნა სამოღვაწეოდ.

იქ წმინდა პავლემ დაუღალავ ლოცვასა და მდუმარებაში სამ წელიწადს იცხოვრა, ცის ფრინველებთან ერთად ადიდა უფალი და გონება წმინდა ღვაწლით განიწმინდა.

ერთხელ ღირსი სერგი ნურომსკი (ობნორსკი, ხსენება 7 ოქტომბერს) ეწვია და იხილა, როგორ ეხვეოდნენ წმინდა მამას ველური მხეცნი და ფრინველნი, რომელნიც პაველს თავსა და მხრებზე ასხდნენ და ისე კენკავდნენ მისი ხელისგულებიდან საკვებს.

ღვთის ნებით, პავლემ უდაბნო დაუტევა და მდინარე ობნორის ნაპირას წმინდა სამების სახელზე მონასტერი დააფუძნა, მოწაფენი განიმრავლა.
1414 წელს მონასტრისათვის ოფიციალური აღიარების მოწმობის მისაღებად მოსკოვში მიტროპოლიტ ფოტს ეწვია, თავის სავანეში კი ის წეს - განგება შემოიღო, რომლითაც ღირსი სერგი რადონეჟელის ლავრა იმართებოდა.

Mმის სულს უდაბნო უხმობდა, ამიტომ სავანის იღუმენად ერთ - ერთი მოწაფე, ალექსი დაადგინა და მონასტრის სიახლოვეს მდებარე სენაკში განმარტოვდა.

ღირსმა მამამ ღრმა სიბერემდე იცოცხლა, - ას ოცი წლისამ აღსასრული იგრძნო, ადამიანებთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა, საკუთარ გულს განუმარტოვდა და ლოცვა ჰყო.

წმინდა მამა 1429 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ხატის წყარო
......................

ამავე დღეს არის ხსენება ღირსი მაკარისა, წმინდა პავლე ნურომსკისა (ობნორსკისა), პისემსკის მონასტრის აღმშენებლისა

ბეჭდვა
1კ1