ღირსი თეოდორე, კონსტანტინოპოლში ხორას მონასტრის დამაარსებელი - 08 (21) იანვარი
ღირსი თეოდორე, კონსტანტინოპოლში ხორას მონასტრის დამაარსებელი - 08 (21) იანვარი
ღირსი თეოდორე იუსტინიანე დიდის (527 - 565 წლები) მეუღლის, დედოფალ თეოდორას დედის ძმა იყო.

თავის დროზე ბიზანტიის არმიას მეთაურობდა და სპარსეთთან ომში (528 წელს) თავიც გამოიჩინა.

დადგა მშვიდობა და თეოდორემ მთელი სიცხადით იგრძნო ამა სოფლის წარმავლობა, წაიყვანა, ორი თანამოაზრე და ანტიოქიის მახლობლად მდებარე მთაზე სხვა ქრისტიან მოსაგრეებს შეუერთდა.

მალე ხმა დაირხა, - მთაზე წმინდა მოღვაწე, თეოდორე ცხოვრობსო...

ერთ დღეს იმ მიდამოებში სხვა ბიზანტიელი მთავარსარდალი ნადირობდა, იცნო თეოდორე და გამობრუნებულმა იმპერატორ იუსტინიანეს მოახსენა, - შენი უგზო - უკვლოდ დაკარგული ნათესავი, თეოდორე ვიხილეო!

მაშინ იმპერატორმა თეოდორეს უხმო და სთხოვა, კონსტანტინოპოლს ერეტიკოსთა საწინააღმდეგო კრებაში მონაწილეობა მიეღო (536 წელი).

ღირსი მამა იუსტინიანეს დაჟინებულ თხოვნას, კონსტანტინოპოლს დარჩენილიყო, დათანხმდა და მოწაფეებითურთ ერთ სენაკში დასახლდა.

557 წლის 6 ოქტომბრის მიწისძვრამ ყველა შენობა დააქცია, მალე კი იმპერატორის ბრძანებით და მისი მდიდრული შემოწირულობებით, თეოდორემ ხელახლა ააგო დიდებული, სამტაძრიანი ლავრა, რომელიც მარმარილოთი, ბრწყინვალე მოზაიკითა და ფრესკებით შეიმკო.

სწორედ ეს სავანე მასპინძლობდა საუკუნეთა განმავლობაში პალესტინიდან ჩამოსულ მამებს.

ღირსი თეოდორე 91 წლისა, 568 ან 595 წელს მიიცვალა და მემკვიდრედ თავისივე მოწაფე, თეოპლასტი აკურთხა.
.................................

სურათზე ხორას მონასტერი
ბეჭდვა
1კ1