წმინდა კიროსი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი - 08 (21) იანვარი
წმინდა კიროსი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი - 08 (21) იანვარი
695 წელს, როდესაც განდევნილი იმპერატორი იუსტინიანე მეორე ხერსონესში მიბრძანდებოდა, გზად პონტოში ერთ - ერთ სავანეში შეიარა. იქ მრავალი წლის მანძილზე მოსაგრეობდა წმინდა კიროსი.

წმინდა მამამ იმპერატორს უწინასწარმეტყველა, რომ უბედურებას ბოლო მალე მოეღებოდა და ტახტს დაიბრუნებდა, რაც მოკლე ხანში (705 წელს) აღსრულდა.

მაშინ იმპერატორმა ნეტარი კიროსი საპატრიარქო ტახტზე აღიყვანა.

მალე ქვეყანაში მონოფელიტთა ერესი გავრცელდა, მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უმკაცრესად დაგმობილი (686 წელს).

ფილიპიკმა (711 - 713 წლები), კონსტანტინოპოლის დაცემისა და იუსტინიანე მეორის მკვლელობის შემდგომ, იგდო რა ხელთ ძალაუფლება, მაშინვე შეეცადა ხსენებული ერესის აღდგენას და, პირველ რიგში, პატრიარქი კიროსი მოიშორა თავიდან, მის ადგილას კი ვინმე ერეტიკოსი დიაკონი დაადგინა, შემდეგ რომის პაპს მისწერა, - მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაგმობილი ერესი და ყოველ მის აღმსარებელი ძველ პატივში აღვადგინეო, ხოლო ისინი, ვინც ამის წინააღმდეგ გაილაშქრა, გადაასახლა, მათ შორის, - წმინდა კიროსიც, რომელიც ხორას მონასტერში (დღეს - კახრიე ჯამი) აღესრულა.
......................

წმინდა კიროსის ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1