წმიდა ილია მეგვიპტელი მეუდაბნოე (IV საუკუნე) - 08 (21) იანვარი
წმიდა ილია მეგვიპტელი მეუდაბნოე (IV საუკუნე) - 08 (21) იანვარი
წმინდა ილია ადრეული სიყმაწვილიდანვე შემონაზვნდა და თებეს სიახლოვეს მდებარე უკაცრიელ უდაბნოში 75 წელიწადი სრულ განმარტოებაში იმოღვაწა.

ნეტარი მამა საზრდელს ოდენ კვირაში ერთხელ იხმევდა. მხოლოდ მოხუცებულობაშიღა იღებდა ხოლმე საღამოობით სამ ლუკმა პურს და სამ ზეთისხილს.
ამბობდნენ, რომ მასში წინასწარმეტყველ ილიას სული სახლობდა და მისი ლოცვით უფალი ყოველდღიურად უთვალავი სასწაული აღასრულა.

ისინი, ვისაც ამ უდიდესი ბერი ხილვა ეღირსა, ხშირად ქვაბულის წამახულ ქვაზე მჯდომარეს ხედავდნენ, სიბერისგან მოცახცახეს, რადგან უკვე ას ათი წლისთვის მიეღწია და აღარავის ახსოვდა, როდის დაემკვიდრა აქ.

წმინდა მამა ამბობდა:

- არასოდეს დაემორჩილოთ სატანას... ტანჯვის მტვირთველნი სიხარულსა და მშვიდობას მიიღებს... სამი რამის მეშინის: - სულის სხეულიდან განსვლის, იმ წუთისა, ოდეს უფლის წინაშე წარვსდგები და როდესაც მსჯავრს გამომიტანენო!

წმინდა მოხუცი 110 წელზე მეტის იყო, რომ აღესრულა.
..........................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1