ღირსი მინა სინელი (VI საუკუნე) - 05 (18) იანვარი
ღირსი მინა სინელი (VI საუკუნე) - 05 (18) იანვარი
ღირსი მინა 50 წელი მოღვაწეობდა სინას მონასტერში, მრავალგვარ მორჩილებას აღასრულებდა და სიყვარულით მსახურებდა ღმერთს და თანამოძმეთ.

მისი მიცვალებიდან სამ დღეში სავანე საკვირველმა კეთილსურნელებამ აღავსო და როდესაც ძმებმა მინას კუბო გახსნეს, იხილეს, როგორ გარდამოედინებოდა მის ფერხთაგან ორ ნაკადად სურნელოვანი სითხე.

მაშინ მონასტრის წინამძღვარმა საძმოს ეს უთხრა:

- იხილეთ, თუ რაოდენ ესათნოა მინას მორჩილება და ღვაწლი ყოვლადძლიერს და აჰა, ჯილდოც ამ ყოველივესიო!
....................

ხატის წყარო



ბეჭდვა
1კ1