მეუდაბნოე ფოსტერი (VI საუკუნე) - 05 (18) იანვარი
მეუდაბნოე ფოსტერი (VI საუკუნე) - 05 (18) იანვარი
ღირსი მეუდაბნოე ფოსტერი, რომლის სახელიც "მნათობს" ნიშნავს, მაღალ მთაზე მოსაგრეობდა. იქ, მიწას და ყოველივე ამსოფლიურს მოწყვეტილი, უწყვეტ ლოცვას იყო მიცემული.

მარხვითა და ხორცთა დათრგუნვით განიწმინდავდა საკუთარ არსებაში ღვთის ხატებას და თავს სულიწმინდის ჭურჭლად იმზადებდა.

ფოსტერმა ღვთისგან იმხელა მადლი მოიხვეჭა, მრავალი კურნება აღასრულა, უფლის ანგელოსი კი, როგორც ილია წინასწარმეტყველს, ყოველდღიურად იმდენ პურს აწვდიდა, რამდენიც საიმდღეოდ მას და მის სტუმრებს ეყოფოდათ.

წმინდა ფოსტერის წმინდა გული და გონება ლოცვით სუნთქავდა, მალე მოწაფენი შემოიკრიბა და მათი სულიერი წინამძღვრობა იკისრა.

იმ დროს გავრცელებულმა ერესმა მრავალი სული მოწამლა, ეკლესიის კრებაზე ღირსი ფოსტერიც იქნა წვეული, სადაც თავისი მადლმოსილი სიტყვით და სასწაულებით დაამოწმა მართლმადიდებლური სწავლების ჭეშმარიტება და მრავალი ერეტიკოსი მოაქცია. მოკლე ხანში მათგან ზოგიერთი შემონაზვნდა კიდეც.

მისი მიცვალების შემდგომ წმინდა ფოსტერის შუამდგომლობით კიდევ უამრავი სასწაული აღსრულდა.

ბეჭდვა
1კ1