წმიდა ზოსიმე მონაზონი და ათანასე (III - IV საუკუნე) - 04 (17) იანვარი
წმიდა ზოსიმე მონაზონი და ათანასე (III - IV საუკუნე) - 04 (17) იანვარი
ღირსი ზოსიმე აღმსარებელი წარმოშობით კილიკიიდან იყო, გარეულ მხეცთა გვერდით, ასკეტურად ცხოვრობდა.

დიოკლეტიანეს (284-305) დროს იგი შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს, - ყურები გავარვარებული რკინით ამოუწვეს, შემდეგ მდუღარე წყლიან ჭურჭელში შთააგდეს, მაგრამ ღვთის ნებით უვნებელი დარჩა.

როდესაც მორიგი წამებისას ნეტარი ფეხებით ჩამოკიდეს, საიდანღაც ის ლომი გაჩნდა, რომელიც მასთან უდაბნოში ცხოვრობდა, შუა სტადიონზე დადგა და ადამიანური ხმით ადიდა ქრისტე.

ამ სასწაულის მოწმემ – საპყრობილის ზედამხედველმა ათანასემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. გათავისუფლების შემდეგ ორივე უდაბნოს შეეხიზნა და მთის ნაპრალში დამკვიდრდნენ, სადაც აღსასრულამდე მოსაგრეობდნენ.

ბეჭდვა
1კ1